დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-16 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 30/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.010.000.22.032.012.710 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.012.710
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-16
2009 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკი-ცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებით (სსმ III, 14.03.2006 წ., №33, მუხ. 396) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე. სამსახურის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობებს მინისტრის დავალებით ასრულებს სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.“
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები