,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 87
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 12, 02/02/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2020
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.012.707
  • Word
87
26/01/2009
სსმ, 12, 02/02/2009
040.030.000.22.034.012.707
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.034.012.707

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №87

2009 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებაში ცვლილებების   შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 მარტის №192 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №26, მუხლი 242) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესდების მე-2 მუხლის ,,თ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ1) საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ქონების სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა, ასევე მათი სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, პასუხისმგებელ პირზე გადაცემის გზით. სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელ პირზე გადაცემულ სამკურნალწამლო საშუალებებზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ფაქტობრივი ხარჯების (ჩამოწერის) დამადასტურებელ დოკუმენტს;“.

2. წესდების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება როგორც სამსახურის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, აგრეთვე სამსახურისა და სამინისტროს სისტემის განვითარებას. სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი