დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 39 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 22/02/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 26/02/2007 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 27/03/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 330.130.000.10.003.000.680 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №39
2007 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წ., №95, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-2 მუხლს დაემატოს „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) მშენებარე ობიექტი – ობიექტი, რომელზეც მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები მათ საექსპლუატაციოდ გადაცემამდე, აგრეთვე დანგრეული, დამწვარი, დაზიანებული ან/და საექსპლუატაციოდ გამოუსადეგარი არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობები.“.
2. მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „პ1“ ქვეპუნქტი:
„პ1) სამშენებლო სამუშაოები, თუკი ამის შესახებ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ გაცემული მიწერილობა ან მიღებული დადგენილება“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დოკუმენტის კომენტარები