„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 23/01/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 16/07/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.688
  • Word
16
23/01/2009
სსმ, 9, 23/01/2009
040.030.000.22.027.012.688
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.688

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №16

2009 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

  მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 30.01.2006წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. სააგენტოს ფუნქციები

სააგენტოს ფუნქციებია:

ა) დაბადების, ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელის, გვარის, მოქალაქეობის შეცვლისა და გარდაცვალების ფაქტების რეგისტრაცია;

ბ) დაბადების, გარდაცვალების, დაბადების და გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა;

გ) სამოქალაქო აქტების ჩანაწერების შესწორება, შეცვლა, აღდგენა და გაუქმება;

დ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობებისა და ცნობების გაცემა;

ე) სამოქალაქო აქტების შესახებ საარქივო ფონდის შექმნა, აღრიცხვა და შენახვა;

ვ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია და რეგისტრაციიდან მოხსნა, შესაბამისი პირადობისა და ბინადრობის მოწმობების გაცემა;

ზ) საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნა;

თ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სამსახურებრივი პასპორტის, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტის და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის გაცემა და შეცვლა;

ი) საქართველოს მოქალაქეობის დადგენა;

კ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, მიღების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა გან-ხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება;

ლ) ბინადრობის ნებართვის გაცემა;

მ) უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა;

ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;

ო) მოქალაქეობისა და მიგრაციის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

პ) საინფორმაციო ბარათის გაცემა;

ჟ) საქართველოს მოქალაქეებზე მათ საზღვარგარეთ დაქორწინების მიზნით ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა;

რ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის შესახებ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მიერ წარმოდგენილი მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და დამტკიცება;

ს) გვარის შესწორების (აღდგენის) და დადგენის შესახებ მოქალაქის განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და გადაწყვეტა;

ტ) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა; ცალკეული სახის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა;

უ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;

უ.ა) მოქალაქეობის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის, მიგრაციის საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;

უ.ბ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტუ-რების, საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტის) გაცემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;

უ.გ) საქართველოში დროებით მყოფ უცხოელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბანკის ფორმირების უზრუნველყოფა;

ფ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების პერიოდული შეჯამება, შეფასება და ანალიზი;

ქ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ბლანკებით (მკაცრი აღრიცხვის საბუთებით) უზრუნ-ველყოფა, მათ შენახვასა და გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;

ღ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის სრულყოფის მიზნით პერსპექტიული და მიმდინარე გეგმების შემუშავება და განხორციელება;

ყ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი ამ სფეროებში მოქმედი კანონმდებლობის შესრულებაზე;

შ) სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების საქმიანობის მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობა და კონტროლი;

ჩ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

2. მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ2” ქვეპუნქტი:

,,ზ2) ხელს აწერს საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მინიჭების, აღდგენისა და შეწყვეტის შესახებ სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნას;”.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო;“.

4. 62 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე. სტრუქ-ტურული ქვედანაყოფის უფროსის მოადგილის უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.”.

5. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველო:

ა) იხილავს საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მინიჭების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხებს და ამზადებს შესაბამისი დასკვნის პროექტს;

ბ) იხილავს ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხებს და ამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს;

გ) იხილავს უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს და წყვეტს ემიგრაციის საკითხებს.“.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

ზ. ადეიშვილი