დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „აზიის განვითარების ბანკში (ADB) საარჩევნო ოლქის შერჩევის, საქართველოს მხარის მმართველისა და ალტერნატიული მმართველის, თანამშრომლობისათვის პასუხისმგებელი ოფიციალური ორგანოსა და დეპოზიტარად ოფიციალური ორგანოს განსაზღვრის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 26/02/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.090.000.10.003.000.679 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/02/2007 - 03/08/2010)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №38
2007 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
აზიის განვითარების ბანკში (ADB) საარჩევნო ოლქის შერჩევის, საქართველოს მხარის მმართველისა და ალტერნატიული მმართველის, თანამშრომლობისათვის პასუხისმგებელი ოფიციალური ორგანოსა და დეპოზიტარად ოფიციალური ორგანოს განსაზღვრის თაობაზე
1. საქართველო მიუერთდეს აზიის განვითარების ბანკის (ADB) საარჩევნო ოლქს ავსტრალიის ხელმძღვანელობით.
2. აზიის განვითარების ბანკში (ADB) საქართველოს მხარის მმართველად განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ალტერნატიულ მმართველად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი.
3. აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობისათვის პასუხისმგებელ ოფიციალურ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
4. საქართველოს აზიის განვითარების ბანკში (ADB) გაწევრიანებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი აქტივების დეპოზიტარად განისაზღვროს საქართველოს ეროვნული ბანკი.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები