დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 20/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.027.012.671 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.012.671
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №13
2009 წლის 20 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული არქივის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 12 მარტის №71 ბრძანებით (სსმ III, 2007წ., №36, მუხ. 426) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ეროვნული არქივის ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი ქვედანაყოფებისაგან:
ა) საორგანიზაციო და ანალიტიკური განყოფილება;
ბ) ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და საქმისწარმოების განყოფილება;
გ) ეროვნული საარქივო ფონდის აღრიცხვის, დაცვისა და ინფორმაციის განყოფილება;
დ) ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის განყოფილება;
ე) საზოგადოებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების განყოფილება;
ვ) შიდა კონტროლის განყოფილება;
ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება;
თ) დაწესებულებების დოკუმენტების სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავების განყოფილება;
ი) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური, რომლის სტრუქტურული ერთეულებია:
ი.ა) საფინანსო განყოფილება;
ი.ბ) შესყიდვების განყოფილება;
კ) დოკუმენტების რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორია;
ლ) სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკა;
მ) სამეურნეო სამსახური.“.
2. მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გენერალურ დირექტორს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის, ან/და ცენტრალური არქივის საქმიანობის შესახებ. ცენტრალური აპარატის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსი ადგენს ეროვნული არქივის ფინანსურ და სტატისტიკურ ანგარიშებს სამინისტროსა და სახელმწიფო ხაზინაში წარსადგენად.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 15 თებერვლიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები