დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოყენებაში არსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 26 აპრილის №121/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 6, 16/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 350.010.010.22.035.012.652 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 350.010.010.22.035.012.652
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №10/ნ
2009 წლის 16 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოყენებაში არსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 26 აპრილის №121/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გამოყენებაში არსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 26 აპრილის №121/ნ ბრძანებით (სსმ III, №62, 02.05.2006წ., მუხ.801) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი:
,,მუხლი 6. დელეგირება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ცალკეულ მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სამინისტროს უფლება-მოვალეობების (გარდა მკაცრი აღრიცხვის ფორმების სამოქმედოდ შემოღებისა) დელეგირება სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებზე.“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები