დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 22/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 25, 26/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330.130.000.10.003.000.678 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №37
2007 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 12 ივნისის №110 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წ., №82, მუხლი 1084) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შენობა-ნაგებობები სარგებლობის უფლებით შეიძლება გადაეცეს:
ა) ვადით და სასყიდლით (სასყიდლიანი აღნაგობა, სასყიდლიანი უზუფრუქტი, ქირავნობა, იჯარა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმები);
ბ) უსასყიდლოდ (აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, რომელიც შეიძლება იყოს ვადიანი და უვადო).“.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმებით:
ა) აღნაგობით;
ბ) უზუფრუქტით;
გ) ქირავნობით;
დ) იჯარით;
ე) თხოვებით;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებით.“.
3. მე-2 მუხლის მე-3, მე-4, მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სასყიდლიანი აღნაგობით, უზუფრუქტით, ქირავნობით, იჯარით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებით გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების სარგებლობის უფლებით გადაცემისას წლიური ქირის ოდენობის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელსაც აღნიშნული წესის საფუძველზე ადგენს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო. ქირა ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოები, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებში ან მათ ნაწილებში განთავსდებიან საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევებში არ ფორმდება ხელშეკრულებები.
5. შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული შემდეგი ფორმებით: აღნაგობით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), უზუფრუქტით (სასყიდლიანი და უსასყიდლო), თხოვებით, ქირავნობით, იჯარით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ვადიან ან უვადო სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განახორციელოს თავისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით.“.
4. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების (შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის) სასყიდლიანი აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემა ხორციელდება მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების გადაცემა კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის სხვა ფორმებით შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“.
5. მე-4 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კონკურსისა და აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციის) 50 პროცენტი ან 50 პროცენტზე მეტია, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადაეცემათ მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომელთა პრივატიზება აკრძალულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით.
5. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების გადაცემა სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის საწყისებზე, რის შემდგომაც გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი უზუფრუქტის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“.
6. დებულებას დაემატოს 41 მუხლი:
„მუხლი 41. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემა
1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემა ითვალისწინებს შესაბამისი განაცხადის საფუძველზე ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის სარგებლობაში გადაცემას ისე, რომ მას ჰქონდეს ამ ნაკვეთზე ან მის ქვეშ რაიმე ნაგებობის აღმართვის უფლება.
2. აღნაგობის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის მესამე პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი უსასყიდლო აღნაგობის უფლებით კონკურსისა და აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან მისი ტერიტორიული ორგანო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციის) 50 პროცენტი ან 50 პროცენტზე მეტია, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადასცემს მხოლოდ იმ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებულ მიწის ნაკვეთს, რომელთა პრივატიზება „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია.
5. შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის როგორც სასყიდლით, ისე უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემა შეიძლება ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ორმოცდაცხრამეტ წელს.
6. შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის გადაცემა სასყიდლიანი ფორმით ხორციელდება კონკურსის ან აუქციონის საწყისებზე, რის შემდგომაც გამარჯვებულთან ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთის კონკურსის (აუქციონის) გარეშე სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.
7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, რომელიც გადაცემულია საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სასყიდლიანი ან უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფოს იმ პირობებით, რომლებსაც ითვალისწინებდა ხელშეკრულება აღნაგობის შესახებ.“.
7. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ქირავნობის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები შეიძლება გადაეცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მხოლოდ კონკურსის ან აუქციონის წესით. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების კონკურსის (აუქციონის) გარეშე ქირავნობის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“.
8. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების იჯარის ფორმით გადაცემა ითვალისწინებს მისი ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციისათვის, ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის გადაცემას დროებით სარგებლობაში კონკურსის ან აუქციონის წესით. იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შენობა-ნაგებობების კონკურსის (აუქციონის) გარეშე იჯარის ფორმით გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით.“.
9. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები თხოვების ფორმით კონკურსის ან აუქციონის გარეშე გადაეცემათ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, ხოლო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებულ საწარმოებს, სადაც სახელმწიფო საკუთრებაში წილის (აქციის) 50 პროცენტი ან 50 პროცენტზე მეტია, თხოვების ფორმით კონკურსის (აუქციონის) გარეშე გადაეცემათ მხოლოდ ის შენობა-ნაგებობები, რომელთა პრივატიზება აკრძალულია „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
10. მე-8 მუხლის პირველი, მე-2, მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის გარეშე სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კონკურსის ან აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის შემთხვევაში გამარჯვებული ვალდებულია კონკურსის ან აუქციონის შედეგების დამტკიცებიდან არა უგვიანეს 3 თვისა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან გააფორმოს სახელმწიფო ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. შენობა-ნაგებობების ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ან მისი ტერიტორიული ორგანოსაგან გადაეცემა პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი საბუთების წარდგენისათვის, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულება დამოწმდება სანოტარო წესით, გაწეულ საზღაურს ფარავს სახელმწიფო ქონების მიმღები პირი.“.
11. მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. შენობა-ნაგებობების აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით გადაცემის სხვა ფორმებით მიმღები პირის პასუხისმგებლობა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები