„საჯარო სამართსლი იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1109 ბრძანებაში ცვლილებეისა და დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 7, 20/01/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.651
  • Word
19
13/01/2009
სსმ, 7, 20/01/2009
040.030.000.22.022.012.651
„საჯარო სამართსლი იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1109 ბრძანებაში ცვლილებეისა და დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.651

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №19

2009 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2007 წლის 14 ნოემბრის №1109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნ­ქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბი­­­ლი­სის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინის­ტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1109 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2007წ., №168, მუხ. 1864) დამტკიცე­ბულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:

ა) წესდების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყა­ლიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. აკადემიური საბჭო შედგება შვიდი წევრისაგან: უნი­ვერსიტეტის რექტორისა და ფაკულტეტების თანაბარი რაოდენობის წარმომადგენლებისგან.“;

ბ) წესდების 45-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას, სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე გამოცემული რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით ან უნივერსიტეტიდან მისი გარიცხვის შემდეგ.“;

გ) წესდების 45-ე მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) უნივერსიტეტის შინაგანაწესით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.“.

2.    ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი  ა. გაგნიძე