დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სოფლის მურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 7, 20/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340.010.000.22.032.012.641 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.012.641
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-8
2009 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 14 მარტის №2-44 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 14.03.2006 წ., №33, მუხ.396) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;“;
ბ) დებულების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ხ“ ქვეპუნქტი:
,,ხ) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მიმოქცევის სფეროში საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის განხორციელება.“;
გ) დებულების მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მ“ ქვეპუნქტი:
,,მ) სურსათისა და სურსათთან დაკავშირებული ტარის ჰიგიენური სერტიფიკატის გაცემა.“;
დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული, სხვა ვეტერინარული პრეპარატების, საკვებდანამატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის, ასევე, იმპორტული ბიოლოგიური პრეპარატების შემოტანა-გატანის და გამოყენების ზედამხედველობა;“;
ე) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ი“ ქვეპუნქტი:
,,ი) ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების მიმოქცევის სფეროში საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ვეტერინარული დანიშნულების პრეპარატების (საშუალებების) სახელმწიფო რეგისტრაციის, ხელახალი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისა და ხარისხის/უსაფრთხოების კონტროლის განხორციელება“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები