დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში დამატების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 15/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 18/11/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.030.000.22.027.012.635 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.027.012.635
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №5
2009 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №50 ბრძანებით (სსმ III, 2000 წ., №39, მუხ. 368) დამტკიცებული წესდების მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:
,,კ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე წარდგენილი მოთხოვნის შესაბამისად, ვალდებულია გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები