“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 14/01/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 29/03/2013
სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.626
  • Word
17
13/01/2009
სსმ, 4, 14/01/2009
120.010.000.22.026.012.626
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს თავდაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.010.000.22.026.012.626

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №17

2009 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის   2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ივლისის №226 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №87, მუხ. 995) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5.  დეპარტამენტის ამოცანებს განეკუთვნება:

ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია;

ბ) თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

გ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია.

6. დეპარტამენტის ფუნქციებს განეკუთვნება:

ა)    საზღვარგარეთის სახელმწიფოების, მათ თავდაცვის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარების, წარმოებისა და განვითარების პროცესის კოორდინაცია, შესაბამისი წინადადებების შემუშვება;

ბ)    კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშატებსა და სამხედრო წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

გ)    საზღვარგარეთის სახელმწიფოების (საერთაშორისო ორგანიზაციების) თავდაცვის უწყებებთან თანამშრომლობის გეგმების (პროგრამების) შემუშავება, სამინისტროს სხვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ)   საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის პოლიტიკის, თავდაცვის სტრატეგიული და უწყებრივი სამართლებრივი აქტების, მინისტრის ხედვის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი წინადადებების მომზადება, ნატო-სთან თავდაცვის სფეროში მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების ხელშეწყობა;

ზ) ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისათვის აუცილებელი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;

თ)   კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესში გამოვლენილი გამოწვევებისა და ტენდეციების შესწავლა, გაანალიზება და რეკომენდაციების შემუშავება;

ი) ვიზიტების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა აუცილებელი საინფორმაციო-ანალიტიკური მასალით, განსახილველ საკითხთა შესაძლო თემატიკითა და რეკომენდაციებით;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების მონაწილეობის დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა;

ლ) მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში.“

2. მე-9 პუნქტის ,,თ“ და ,,ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,12 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო – წარმართავს სამინისტროს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნებთან;

ბ) ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამმართველო – წარმართავს სამინისტროს პოლიტიკას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის უზრუნველსაყოფად.“

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 20 იანვარს.

ვ. სიხარულიძე