დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრის სახელმიწოფ საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტყამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიუტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №1-1/917 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/20 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 3, 13/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.070.22.024.012.620 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.024.012.620
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/20
2009 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №1-1/917 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 15 ივნისის №1-1/917 (სსმ III, 22.06.2007წ., №87, მუხ. 942) ბრძანების დანართ №1-ში და დანართ №2-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საავტომობილო გზების ადმინისტრირების სამმართველოს უფროსის მოადგილე – უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამისი პროფილის უმაღლესი ტექნიკური განათლება); დანართი 2-ის მე-5 მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება; სახელმწიფო ენის სრულყოფილი ფლობა; კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება მომხმარებლის დონეზე“.
2. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გზების ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი – უმაღლესი განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა; სპეციალისტი – დანართი №2-ის მე-9 მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება პროფესიულ დონეზე“.
3. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. გზების რეაბილიტაციის სამუშაოთა ორგანიზაციისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (პროექტის მენეჯერი) – უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამისი პროფილის უმაღლესი ტექნიკური განათლება); დანართი №2-ის მე-11 მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება მომხმარებლის დონეზე“.
4. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. გზების რეაბილიტაციის სამუშაოთა ორგანიზაციისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი სპეციალისტი – უმაღლესი განათლება; დანართი №2-ის მე-12 მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო აქტების ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა პროფესიულ დონეზე“.
5. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. საინფორმაციო მონაცემთა ბაზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი – უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამისი პროფილის უმაღლესი ტექნიკური განათლება); დანართი №2-ის მე-14 მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; ინგლისური ენის ცოდნა; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა პროფესიულ დონეზე“.
6. დანართი №1-ის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საინფორმაციო მონაცემთა ბაზის განყოფილების უფროსი სპეციალისტი – უმაღლესი განათლება; დანართი №2-ის მე-15 მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; ინგლისური ენის ცოდნა; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა პროფესიულ დონეზე“.
7. დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საავტომობილო გზების ტექნიკური პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე – უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამისი პროფილის უმაღლესი ტექნიკური განათლება); დანართი №2-ის მე-17 მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე“.
8. დანართი №1-ის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. საავტომობილო გზების განვითარებისა და განსახლების განყოფილება
1. საავტომობილო გზების განვითარებისა და განსახლების განყოფილების უფროსი – შესაბამისი პროფილის უმაღლესი ტექნიკური განათლება; დანართი №2-ის 25-ე მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; საავტომობილო გზების სფეროში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.
2. საავტომობილო გზების განვითარებისა და განსახლების განყოფილების უფროსის მოადგილე – შესაბამისი პროფილის უმაღლესი ტექნიკური განათლება; დანართი №2-ის 26-ე მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; საავტომობილო გზების სფეროში, საპროექტო საკითხებსა და ტექნიკურ სფეროში მუშაობის გამოცდილება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება მომხმარებლის დონეზე.
3. საავტომობილო გზების განვითარებისა და განსახლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (განსახლების საკითხებში) – უმაღლესი განათლება (სასურველია შესაბამისი პროფილის უმაღლესი ტექნიკური განათლება); დანართი №2-ის 27-ე მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.
4. საავტომობილო გზების განვითარებისა და განსახლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (პროექტის მენეჯერი) – შესაბამისი პროფილის უმაღლესი ტექნიკური განათლება; დანართი №2-ის 271 მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; საავტომობილო გზების ან საპროექტო სფეროში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.
5. საავტომობილო გზების განვითარებისა და განსახლების განყოფილების უფროსი სპეციალისტი – უმაღლესი განათლება; დანართი №2-ის 28-ე მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა პროფესიულ დონეზე.“.
9. დანართი №1-ის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საერთო განყოფილება
1. საერთო განყოფილების უფროსი – უმაღლესი განათლება; დანართი №2-ის 64-ე მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.
2. საერთო განყოფილების მთავარი სპეციალისტი – უმაღლესი განათლება; დანართი №2-ის 65-ე მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.
3. საერთო განყოფილების მთავარი სპეციალისტი – უმაღლესი განათლება; დანართი №2-ის 65-ე მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; სასურველია არქივის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება; მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.
4. საერთო განყოფილების მთავარი სპეციალისტი – უმაღლესი განათლება; დანართი №2-ის 65-ე მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი; უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე.
5. საერთო განყოფილების უფროსი სპეციალისტი – უმაღლესი განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა; დანართი №2-ის 66-ე მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა პროფესიულ დონეზე.
6. საერთო განყოფილების სპეციალისტი – უმაღლესი განათლება ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა; დანართი №2-ის 67-ე მუხლით განსაზღვრული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; სასურველია ინგლისური ენის ცოდნა; საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა პროფესიულ დონეზე“.
10. დანართი №2-ის მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
1. ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება გზების რეაბილიტაციის სამუშაოთა ორგანიზაციისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარ სპეციალისტს (პროექტის მენეჯერს):
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“;
ვ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;
ზ) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის №101 დადგენილება ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან/და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“;
თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №1-1/1290 ბრძანება „საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
ი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანება ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. საკითხები სპეციალიზაციის მიხედვით.
3. კომპიუტერული საოფისე პროგრამების Windows – MS Word, MS Excel, internet-ის ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება სამომხმარებლო დონეზე.“.
11. დანართი №2-ის 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 27
1. ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება საავტომობილო გზების განვითა-რებისა და განსახლების განყოფილების მთავარ სპეციალისტს (განსახლების საკითხებში):
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი ,,საავტომობილო გზების შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“;
თ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;
ი) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის №101 დადგენილება ,,საქართველოს მთავ-რობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან/და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“;
კ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №1-1/1290 ბრძანება ,,საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
ლ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანება ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. საკითხები სპეციალიზაციის მიხედვით.
3. კომპიუტერული საოფისე პროგრამების Windows – MS Word, MS Excel, AutoCAD, ArcGIS, internet-ის ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება სამომხმარებლო დონეზე.“
12. დანართ №2-ს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„მუხლი 271
1. ნორმატიული აქტების ნუსხა, რომელთა ცოდნაც მოეთხოვება საავტომობილო გზების განვი-თარებისა და განსახლების განყოფილების მთავარ სპეციალისტს (პროექტის მენეჯერი):
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი ,,საავტომობილო გზების შესახებ“;
ვ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №140 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;
ზ) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 მაისის №101 დადგენილება ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან/და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“;
თ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №1-1/1290 ბრძანება ,,საქართველოს საავტომობილო გზების საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
ი) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 17 აგვისტოს №1-1/75 ბრძანება ,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. საკითხები სპეციალიზაციის მიხედვით.
3. კომპიუტერული საოფისე პროგრამების Windows – MS Word, MS Excel, AutoCAD, ArcGIS, internet-ის ცოდნა და კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება სამომხმარებლო დონეზე.“
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჟვანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები