დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ექტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 14/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.012.619 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.012.619
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №04
2009 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. ,,ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 1 მარტის №155 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 12.03.2007 წ., №32, მუხ. 388) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის უფლება
1. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ცალკეული კლასის ტრიმესტრის/ტრიმესტრების სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის/ტრიმესტრის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/ტრიმესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამა, თუ ეს პირი ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩატარების წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხდება 18 ან მეტი წლის.“;
ბ) მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს ,,გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,გ) სრული ზოგადი განათლების საფეხურებში შემავალი რამდენიმე კლასის დაძლევის სურვილის არსებობის შემთხვევაში, რომელთა შორის არის საფეხურის დამამთავრებელი კლასი, პირი, რომლის ასაკი აღემატება სასკოლო ასაკს, გადის მხოლოდ საფეხურის დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში პირს დაძლეულად ეთვლება ზოგადი განათლების ყველა წინა საფეხურის და ყველა კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.“;
გ) მე-6 მუხლის:
გ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ა.ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ა.ე) სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის კონკრეტული გამოცდა/გამოცდები, რომელთა დადებითი შედეგების გამოყენება სურს ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დაძლევის მსურველს.“;
გ.ბ) მე-3 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) იმ კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ჩამონათვალს თითოეული ექსტერნისათვის, რომლის დაძლევაც უნდა განხორციელდეს ექსტერნატის ფორმით, ენობრივი თავისებურებების მითითებით.“;
გ.გ) მე-3 პუნქტს დაემატოს ,,ბ1“, ,,ბ2“ და ,,ბ3“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,ბ1) სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის გამოცდის/გამოცდების ჩამონათვალს თითოეული ექსტერნისათვის, რომელთა დადებითი შედეგები გამოყენებულ უნდა იქნეს ექსტერნის მიერ სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის გამოცდებისას;
ბ2) ენას, რომელზეც თითოეულ ექსტერნს სურს ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური);
ბ3) უცხო ენას, რომელშიც თითოეულ ექსტერნს უნდა ჩაუტარდეს ექსტერნატის ფორმით გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში.“;
დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში რესურსცენტრი მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს ექსტერნების მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ დოკუმენტიაციასთან ერთად უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სკოლას და უზრუნველყოფს ექსტერნებისათვის მის ხელმისაწვდომობას.“;
ე) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ დებულების მე-8 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილ ერთ-ერთ პირთან ერთად.“;
ვ) მე-11 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება.
2. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენაში შემჩნეულ ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება და ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი.
3. ამ დებულების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის, წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის შემთხვევაში ექსტერნი მოიხსნება გამოცდიდან.“;
ზ) მე-12 მუხლის:
ზ.ა) მე-2 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ექსტერნატის ფორმით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის გამოცდების ჩატარებიდან 15 დღის ვადაში ცენტრი რესურსცენტრში აგზავნის ექსტერნების მიერ ჩაბარებული გამოცდების შედეგებს, სადაც აღინიშნება თითოეული ექსტერნის მიერ თითოეულ გამოცდაში მიღებული ქულები, მათ შორის იმ პირთა ნუსხა, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი.“;
ზ.ბ) დაემატოს 21 და 22 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,21. ცენტრი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში სამინისტროში წარადგენს იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი, იმ ინფორმაციის მითითებით, თუ რომელ რესურსცენტრში დარეგისტრირდა თითოეული ასეთი პირი ექსტერნად.
22. ექსტერნს შეუძლია მის მიერ წარმატებით დაძლეული სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის კონკრეტული გამოცდის/გამოცდების და-დებითი შედეგები გამოიყენოს უვადოდ, სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის გამოცდებში.“;
თ) მე-14 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის შემთხვევაში ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებულ დოკუმენტს – სერტიფიკატს გასცემს სამინისტრო, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს ავსებს სამინისტრო და შევსებულ სერტიფიკატებს გადასცემს იმ რესურსცენტრს, რომელშიც მსურველი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო რესურს-ცენტრი უზრუნველყოფს მათ გაცემას შესაბამისი პირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.“;
ი) დებულებას დაემატოს მე-16 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 16. გარდამავალი დებულებანი
1. გამოცდების ეროვნული ცენტრი სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს, ექსტერნატის ფორმით შესაბამისი გამოცდების გავლის გარეშე, გასცემს იმ ლტოლვილებზე, რომელთა მიმართ სახელმწიფომ ვერ შეასრულა 1997 წლის ,,ევროპის რეგიონში უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების ცნობის კონვენციით“ გათვალისწინებული ვალდებულება დაედასტურებინა მათ მიერ სრული ზოგადი განათლების მიღება და რომელთაც 2006 ან 2007 წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად მოიპოვეს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის გაცემა უნდა მოხდეს შესაბამისი დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ლტოლვილის მოწმობისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების 2006 ან 2007 წლის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის შევსებასა და გაცემას უზრუნველყოფს ცენტრი.“.
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები