დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 20/02/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.663 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №22
2007 წლის 14 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხ. 462) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-8 მუხლს დაემატოს „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;“.
2. ამოღებულ იქნეს 23-ე მუხლის „ა-ი“ ქვეპუნქტები.
3. დაემატოს 38-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 38
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება და გამართვა;
ბ) საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა;
გ) საკადრო რესურსების მართვის (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება და სხვ.) პერიოდული ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკის შექმნა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, ჩანაწერების შეტანა მოხელეთა შრომის წიგნაკებში;
ე) საჯარო მოსამსახურეებისათვის კონსულტაციების გაწევა მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
ვ) საჯარო მოსამსახურეთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ზ) სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება;
თ) სამინისტროს სისტემის თანამდებობის პირთა მიერ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციის და სხვა მოსამსახურეთა მიერ შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება და გაკონტროლება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის აქტების მომზადება.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები