„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 06/01/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 14/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.618
  • Word
3
06/01/2009
სსმ, 4, 14/01/2009
040.030.000.22.022.012.618
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.618

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №03

2009 წლის 6 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის №1106 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ნოემბრის 1106 ბრძანებით (სსმ III, 28.11.2007 წ., 168, მუხ. 1863) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის დამატება და ცვლილებები:

ა) წესდების 66-ე მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

ა) აკადემიურ შვებულებაში გასვლა:

ბ) უცხო ქვეყანაში სასწავლებელად წასვლა (არა უმეტეს სამი წლის ვადით);

გ) სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს სამი სემესტრისა, სწავლის საფასურის გადაუხდელობა;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.“;

ბ) წესდების 66-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 მუხლი:

,,51. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სტუდენტს სტატუსი უჩერდება არა უმეტეს ერთი წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ, სტუდენტი ვალდებულია დაფაროს სწავლის საფასურის დავალიანება, განახორციელოს პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების/მოდულების შერჩევა და აიღოს ვალდებულება შესაბამისი კრედიტების დაგროვებაზე. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი ამ მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი საფუძვლით.“;

გ) შევიდეს ცვლილება წესდების 66-ე მუხლის მე-6 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ვადის ამოწურვისთანავე სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი. გამონაკლისი შეიძლება დაშვებულ იქნეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. სტუდენტს სტატუსი შეიძლება შეუწყდეს აგრეთვე შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) გარდაცვალებისას;

გ) აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სასწავლო პროგრამების განხორციელების წესის მოთხოვნათა დარღვევისას;

დ) უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სწავლის საფასურის სამ სემესტრზე მეტი ხნის განმავლობაში გადაუხდელობისას;

ე) უნივერსიტეტთან სტუდენტის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისას;

ვ) სტუდენტის/მისი კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან სტუდენტთა რეესტრში რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობისას (პირადობის მოწმობის, ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის და ა.შ. წარმოუდგენლობა);

ზ) უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკის კოდექსით, ფაკულტეტის დებულებით და კანონმდებლობით დადგენილი სხვა საფუძვლებით“;

დ) შევიდეს ცვლილება წესდების 66-ე მუხლის მე-7 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით რექტორი, კანონმდებლობით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია