დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამასახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 3, 13/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/03/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.320.010.22.033.012.616 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.616
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №8
2009 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის №317 ბრძანებით (სსმ III, 31.03.08, №48, მუხლი 552) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია რისკის კრიტერიუმებისა და გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, გადასახადის გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელი საგადასახადო შემოწმებების ორგანიზება, გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმებების გეგმის დამტკიცება და მისი შესრულება, საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევა, საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგადასახადო შემოწმებების ჩატარება, ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების მასალების განხილვის შედეგებზე გადაწყვეტილებების მიღება, კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და მათი შედეგების რეალიზაციის კომპლექსური სტანდარტული პრინციპების შემუშავება.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) გეგმური შემოწმებების მთავარი სამმართველო;
გ) საკონტროლო შემოწმებების მთავარი სამმართველო;
დ) კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველო.
2. გეგმური შემოწმებების მთავარი სამმართველო იყოფა შემდეგ სამმართველოებად:
ა) აღმოსავლეთის სამმართველო;
ბ) დასავლეთის სამმართველო.
3. საკონტროლო შემოწმებების მთავარი სამმართველო იყოფა შემდეგ სამმართველოებად:
ა) ცენტრალური სამმართველო;
ბ) გადაუდებელ ღონისძიებათა სამმართველო.
4. კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველო იყოფა შემდეგ სამმართველოებად:
ა) ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების კონტროლის სამმართველო;
ბ) ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველო;
გ) იურიდიულ საკითხთა სამმართველო.“.
3. მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. გეგმური შემოწმებების მთავარი სამმართველო
გეგმური შემოწმებების მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების მიზნით:
ა.ა) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების გეგმის შესრულება;
ა.ბ) საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება;
ა.გ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩატარება;
ა.დ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვა, განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში განხილვის ოქმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენტის უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენა;
ა.ე) დანაშაულის ნიშნების არსებობისას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა;
ა.ვ) საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ოქმების შედგენის უზრუნველყოფა და კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა;
გ) საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 8. საკონტროლო შემოწმებების მთავარი სამმართველო
საკონტროლო შემოწმებების მთავარი სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმების მიზნით:
ა.ა) საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება;
ა.ბ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით საკონტროლო გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩატარება;
ა.გ) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენა, შემოწმების მასალების განხილვაში მონაწილეობის მიღება, გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენტის უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენა;
ა.დ) დანაშაულის ნიშნების არსებობისას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სათანადო მასალების შესაბამისი საგამოძიებო ორგანოსათვის გადაცემის უზრუნველყოფა;
ა.ე) საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ქმედებების განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ოქმების შედგენის უზრუნველყოფა და კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა;
გ) საგადასახადო შემოწმებებთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო შემოწმების უზრუნველსაყოფად შესაბამის საგამოძიებო, მაკონტროლებელ და სხვა ორგანოებთან თანამშრომლობა;
ე) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
მუხლი 9. კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველო
1. ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჩატარებული გეგმური საგადასახადო შემოწმების მასალების შერჩევითი განხილვა, განსხვავებული მოსაზრების არსებობისას განხილვის ოქმის შედგენა და ხელმძღვანელობის წინაშე შესაბამისი წინადადებების წარდგენა;
ბ) საგადასახადო შემოწმებების განმახორციელებელ პირთათვის პრაქტიკული დახმარებებისა და კონსულტაციების გაწევა;
გ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და მათი შედეგების რეალიზაციის შესახებ სტანდარტული პრინციპებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
დ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
2. ანალიზისა და დაგეგმვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) რისკის კრიტერიუმებისა და გადასახადის გადამხდელების საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების შემუშავება;
ბ) შემოსავლების სამსახურიდან მიღებული რანჟირებული სიის ან/და სხვა სათანადო ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმების გეგმის პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
გ) საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევა, საგადასახადო შემოწმებებისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტის მომზადება და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისათვის წინადადებების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ე) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.
3. იურიდიულ საკითხთა სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) საგადასახადო და სხვა სახის სასამართლო დავებში მონაწილეობა;
ბ) საგადასახადო შემოწმების ჩატარების მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსამართლის სათანადო ბრძანების მოპოვება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სამართალდარღვევათა საქმეების წარმოება;
დ) დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის სხვა დავალებების შესრულება.“.
4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები