დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და თავდაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1/01 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 05/01/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 2, 09/01/2009 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 08/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/02/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.020.000.18.011.012.608 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.000.18.011.012.608
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №1/01
2009 წლის 5 იანვარი
ქ. თბილისი
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის, 27-ე მუხლის და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 ივნისის №138 ბრძა-ნებაში „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშებისა და დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 04.06.2008, №80, მუხ. 859) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მინიმალური სარეზერვო ნორმა ეროვნული ან/და უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის (მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით), გარდა არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისა, არის 5%. არარეზიდენტებისაგან ნასესხები სახსრებისათვის (მე-3 მუხლის 21 პუნქტში და მე-4 მუხლის 21 პუნქტში ჩამოთვლილი საბალანსო ანგარიშების მიხედვით) მინიმალური სარეზერვო ნორმა არის 0%.“
მუხლი 2
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება გამოწვეულია საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისათვის დამატებითი ლიკვიდური სახსრების გამოთავისუფლების აუცილებლობით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 8 იანვრიდან.
პრეზიდენტის მოვალეობის
შემსრულებელი დ. ამაღლობელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები