“სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
“სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 978
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 187, 31/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.593
  • Word
978
31/12/2008
სსმ, 187, 31/12/2008
230.210.000.22.033.012.593
“სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.593

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 978

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2319) დამტკიცებულ „სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სახელმწიფო საკუთრებაში შეიძლება გადაცემულ იქნეს უცხოური საქონელი, რისთვისაც საქონლის მფლობელი საბაჟო ორგანოს წარუდგენს საქონლის მესაკუთრესთან შეთანხმებულ წერილობით შუამდგომლობას ან განცხადებას, თუ საქონლის მესაკუთრე თავად ახდენს საქონლის გადაცემას სახელმწიფო საკუთრებაში.

2. საბაჟო ორგანო საქონლის გადაცემის თაობაზე თანხმობას გამოხატავს საქონლის მფლობელის შესაბამის წერილობით შუამდგომლობაზე ან საქონლის მესაკუთრის განცხადებაზე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის შესაბამისი ხელმოწერითა და პირადნომრიანი ბეჭდის დასმით.”.

2. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.”.

3. მე-3 მუხლის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.”.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საბაჟო საწყობის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;”.

5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს საკუთრებაში გადასაცემად განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.”.

6. მე-13 მუხლის მე-4–მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საფინანსო სააგენტოსათვის შესაბამისი აქტით საქონლის გადაცემამდე საქონლის მფლობელის განცხადებით, მისივე ხარჯებით და დადგენილი წესით საქონელი შეიძლება მოთავსდეს საბაჟო საწყობში.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი საბაჟო საზღვარზე შემოტანისთანავე გაცხადებულ იქნა საფინანსო სააგენტოსათვის გადასაცემად, ხოლო საბაჟო საზღვარზე არ არსებობს საბაჟო საწყობი ან შეუძლებელია არსებულ საწყობში საქონლის შენახვა, მაშინ საქონელი გადაადგილდება მოწმობით, საბაჟო გარანტიის წარმოდგენით და საქონლის მფლობელის ხარჯებით სხვა საბაჟო საწყობში.

6. საფინანსო სააგენტოსათვის გადაცემული საქონელი შეიძლება დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.”.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ძალაში შევიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.

ნ. გილაური