დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქონლის დროებითი საწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 971 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.020.22.033.012.591 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.020.22.033.012.591
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №971
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
�საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. �საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე� საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხლი 2325) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შევიდეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის �ა.დ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ა.დ) როცა არ არსებობს (ადამიანის ორგანო, ადამიანის ორგანოთა ნაწილები, ქსოვილები, ღეროვანი უჯრედი; რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთი; საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნულ სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის), 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი), 0301 კოდებში (ცოცხალი თევზები), 01 ჯგუფში (ცოცხალი ცხოველები) აღნიშნული საქონლის შენახვისთვის აუცილებელი, განსაკუთრებული პირობების შესატყვისი საბაჟო საწყობი;�.
2. ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის �ა.ე� ქვეპუნქტი:
�ა.ე) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი � ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში.�.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები