დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 995 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 187, 31/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.100.000.22.033.012.589 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.100.000.22.033.012.589
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №995
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1754 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2320) დამტკიცებულ „საქონლის რეექსპორტის გამოყენების წესების შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქონლის რეექსპორტი საბაჟო დამუშავების ოპერაციის სახეა, რომლის დროსაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ გაიტანება საბაჟო გადასახდელების გადახდისაგან გათავისუფლებით ან გადახდილი თანხის (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნებით ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლით.
2. საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციას შესაძლებელია დაექვემდებაროს უცხოური საქონელი ან საქართველოს საქონელი ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დროს საბაჟო ორგანოს საბაჟო დეკლარაცია არ წარედგინება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი.”.
2. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი და/ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.”.
3. მე-3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.”.
4. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ზოგადი დეკლარირების მიზნით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზენადები;
ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები:
ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;
ბ) ან/და საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი.”.
5. მე-4 მუხლს დაემატოს შედეგი შინაარსის 31 პუნქტი:
,,31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.”.
6. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:
ა) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ა.ა) ნებართვა:
ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ა.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;
ა.ა.დ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების რეექსპორტზე;
ა.ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეექსპორტზე;
ა.ა.ვ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის რეექსპორტზე;
ა.ა.ზ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;
ა.ა.თ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტზე;
ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;
ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.”.
7. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6 ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული დოკუმენტები დამოწმდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით.”.
8. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საბაჟო საწყობის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;”.
9. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის დროს (უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული უცხოეთში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა), მისი წარდგენა საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომელიც განთავსებულია საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე) ხორციელდება მოწმობის წარდგენით (მოწმობის უკანა გვერდზე საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო აღნიშვნით), რომელიც დასტურდება მოწმობაში საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღისა და დროის მითითებით.
2. იმ შემთხვევაში, თუ საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (რომელიც განთავსებული არ არის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწმობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თარიღითა და დროით.”.
10. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დეკლარაციის წარდგენა ხდება იმ შემთხვევაში, თუ განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი.”.
11. მე-9 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობისას საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის ან/და ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას, რომელიც დაერთვის დეკლარაციას;
ბ) სატრანსპორტო დოკუმენტი:
ბ.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ბ.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;
ბ.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები;
ბ.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.”.
12. მე-9 მუხლს დაემატოს 91 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,91. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ საქონლის რეექსპორტი ექვემდებარება ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:
ბ.ა) ნებართვა:
ბ.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ა.ბ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტზე;
ბ.ა.გ) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების, ან ნოუ-ჰაუების იმპორტზე;
ბ.ა.დ) ,,გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების რეექსპორტზე;
ბ.ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის რეექსპორტზე;
ბ.ა.ვ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის რეექსპორტზე;
ბ.ა.ზ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანაზე;
ბ.ა.თ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რეექსპორტზე;
ბ.ა.ი) დსთ-ის ქვეყნებში წარმოშობილი შესაბამისი შეთანხმებით განსაზღვრული საქონლის რეექსპორტის ნებართვა (შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული);
ბ.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული ფიტო ან/და ვეტერინარული სერტიფიკატები;
გ) წინმსწრები საბაჟო დოკუმენტი:
გ.ა) წინმსწრები საბაჟო რეჟიმის შემთხვევაში – საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;
გ.ბ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების შემთხვევაში – ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა”;
გ.გ) დროებით დასაწყობებულ საქონელზე – ,,საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი” (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) თუ საქონლის რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.”.
13. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) როდესაც განზრახულია საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების, საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმში მოქცეული, თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი;”.
14. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების მიზნით, სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება პირის წერილობითი განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნების თანხმობის დამადასტურებელი, მომწოდებლის წერილობითი დოკუმენტი (შესაძლებელია ასლი, შემდგომში მისი ორიგინალის წარდგენით).”.
15. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ან საქონლის დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმებში მოქცეული ან თავისუფალ საწყობში არსებული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი, საბაჟო დამუშავების ოპერაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთდროულად წარმოადგენს როგორც კონტროლიდან მოხსნილი საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა, ასევე სათანადოდ გაფორმებული საბაჟო დეკლარაცია.”.
16. მე-13 მუხლს დაემატოს მე-5 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,5. ამ ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი საბაჟო გადასახდელების (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა) დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა.”.
მუხლი 2.
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით წარმოდგენილი ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-10 პუნქტით წარმოდგენილი ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისა და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-13 პუნქტით წარმოდგენილი ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა, ძალაში შევიდეს ,,საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით წარმოდგენილი ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-10 პუნქტით წარმოდგენილი ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-13 პუნქტით წარმოდგენილი ინსტრუქციის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ძალაში შევიდეს 2009 წლის 2 იანვრიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები