დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 986 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 187, 31/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.020.020.22.033.012.587 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.012.587
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №986
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2328) დამტკიცებულ „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად დეკლარანტის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს სატრანპორტო დოკუმენტი:
ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედდებული ან TIR-კარნეტის დოკუმენტი, ხოლო ასეთი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ასლი;
ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი ან საზღვაო ზედნადები;
გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატვირთო ზედნადები;
დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები.’’.
2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
,,61. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებთან ერთად, დეკლარაციას თან ერთვის:
ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) თუ საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებებს – ქვემოთ ჩამოთვლილი შესაბამისი დოკუმენტები:
ბ.ა) დაკვირვების ელექტრონული საშუალებების ექსპორტის ლიცენზია;
ბ.ბ) ნებართვა:
ბ.ბ.ა) ბირთვული, რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებების, რადიაქტიური ნარჩენების მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუების ექსპორტზე;
ბ.ბ.ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის ექსპორტზე;
ბ.ბ.გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის საქართველოს ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავებაზე;
ბ.ბ.დ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტზე;
ბ.ბ.ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების ექსპორტზე;
ბ.ბ.ზ) საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანაზე;
ბ.გ) სერტიფიკატები:
ბ.გ.ა) ფიტო-სანიტარიული სერტიფიკატი;
ბ.გ.ბ) ვეტერინარული სერტიფიკატი;
ბ.დ) ხე-ტყის გატანისას – ხე-ტყის კანონიერების ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) თუ დეკლარირებული საქონლის და/ან სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.”.
3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. დეკლარანტის მოტივირებული განცხადების საფუძველზე წინასწარ განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს ერთჯერადად არა უმეტეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადით.”.
4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. შემცვლელი პროდუქტის სტანდარტული გაცვლის სისტემის გამოყენება ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოს დაუდასტურებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას და რომ გადასამუშავებელი საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გადის მხოლოდ შეკეთების, მათ შორის, აღდგენისა და მუშა მდგომარეობაში მოყვანის მიზნით.”.
5. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ” ქვეპუნქტი:
,,გ) საქონლის ექსპორტი, თუ დეკლარანტი საბაჟო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დამადასტურებელ დოკუმენტს.”.
6. 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საბაჟო საწყობის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მომდევნო სამუშაო დღის 12 საათამდე;”.
7. 24-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში გაცხადებული (დეკლარაციის წარდგენა) ან საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული (გაშვება ნებადართულია) საქონელი დეკლარანტის მოთხოვნით შეიძლება დროებით დასაწყობდეს არა უმეტეს 90 დღისა.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს ,,საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები