დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 984 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 187, 31/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.090.000.22.033.012.585 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.012.585
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №984
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2336) დამტკიცებული ,,საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ” ქვეპუნქტი:
,,გ) მოქცეულია საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში და გასული არ არის მისი გადამუშავების ვადა.“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის საბაჟო რეჟიმის განსაზღვრის მიზნით, საქონლის გადამუშავების ვადის გასვლამდე საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილზე (საბაჟო ორგანოში) სატვირთო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საქონლის გასხვისების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს საქონლის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
4. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) TIR წიგნაკით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა საზღვაო პორტიდან ათი კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში TIR-კარნეტით გადაადგილებული საქონლისა;“.
5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული საქონელი გატანილ უნდა იქნეს საქონლის ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან 120 კალენდარულ დღეში, თუ საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამ ვადის დარღვევის შემთხვევაში დეკლარანტი ვალდებულია 5 კალენდარულ დღეში საბაჟო ორგანოს წარუდგინოს შუამდგომლობა საბაჟო დეკლარაციის გაუქმების შესახებ ან შუამდგომლობა საქონლის გასატანად დადგენილი ვადის 10 კალენდარული დღით გაგრძელების თაობაზე. საქონლის გატანასა და საბაჟო პროცედურების შესრულებაზე პასუხისმგებელია დეკლარანტი.“.
6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საბაჟო საწყობის მიერ – აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსთვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მეორე სამუშაო დღის 12 საათამდე;“.
7. მე-10 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ექსპორტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი დასაწყობებისას დეკლარანტმა უნდა წარადგინოს, ხოლო საბაჟო საწყობის მფლობელმა მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადი“. დროებითი დასაწყობების ვადის გაგრძელების შემთხვევაში დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა ან საქონლის მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს, ხოლო საბაჟო საწყობის მფლობელმა მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს შესაბამისი განაცხადი. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან განაცხადის წარდგენამდე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა ან/და საქონლის გადმოტვირთვა. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირთან წარდგენილი განაცხადის მიმართ საბაჟო გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი ინსტრუქციით დადგენილი წესით.“.
8. ამოღებულ იქნეს მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი.
9. დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 მუხლი:
„მუხლი 13. გარდამავალი დებულებები
ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის 61 პუნქტის ,,ბ.ბ.ა “ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილების ამოქმედებისთანავე.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს ,,საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები