დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 06/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 13/02/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.659 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №19
2007 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (სსმ III, 2004 წელი, №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დე-ბულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ნომენკლატურას, საქმისწარმოების წესს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით სამინისტროს საშტატო ნუსხას, ხარჯთა ნუსხას, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;“.
2. დებულების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ნ“ ქვეპუნქტი:
,,ნ) სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 15 მარტიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები