დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 983 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 187, 31/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.150.040.22.033.012.580 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.040.22.033.012.580
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №983
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2326) დამტკიცებულ „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ” ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საბაჟო გადასახდელების გადახდა (გარდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონლისა, რომელიც უბრუნდება დეკლარანტს საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლით განსაზღვრული პირობებით. ამასთან, აღნიშნულ საქონელზე გადაიხდევინება საბაჟო მოსაკრებელი).”.
2. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.”.
3. მე-3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვრის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე (სასაზღვრო გამტარი პუნქტის გარდა) გადმოკვეთის შემთხვევაში _ სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო ორგანო, საბაჟო საწყობი, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საბაჟო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) ფაქტობრივი განთავსებით.”.
4. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა.ა.თ” ქვეპუნქტი:
,,ა.ა.თ) სამხედრო-საბრძოლო იარაღის იმპორტზე;”.
5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) საბაჟო საწყობის მიერ აღრიცხვის მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (ბეჭედი, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობის საბაჟო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება საბაჟო საწყობს, იმავე ან მე-2 სამუშაო დღის 12 საათამდე;”.
6. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალი მიმოქცევისათვის განკუთვნილი საქონელი, რომელიც გადაადგილდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ადგილიდან და პირდაპირ წარედგინება საბაჟო ორგანოს (საბაჟო საწყობში წარდგენის გარეშე), მაშინ საქონლის წარდგენად ჩაითვლება მოწობის წარდგენა საბაჟო ორგანოში, რომელიც დასტურდება საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, თრიღისა და დროის მითითებით.”.
7. მე-9 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,31. უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ პირების მიერ, მათზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით, ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 20 კალენდარულ დღეში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქონლის გარეშე საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებულ უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარაციის წარდგენა ხდება ამ პირების მიერ, მათზე საგადასახადო ორგანოში მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომრის გამოყენებით ან ირიბი წარმომადგენლის მეშვეობით:
ა) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 90 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია საზღვაო გზით;
ბ) ზოგადი დეკლარირებიდან (მოქალაქის სამგზავრო დოკუმენტში (პასპორტში) ჩაკრულ სტიკერთან დასმული თარიღიდან) 65 კალენდარულ დღეში, თუ საქონელი შემოტანილია სხვა გზით.”.
8. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
,,6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი საქართველოს საქონლის, რომელიც საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 3 კალენდარული წლის ვადაში უცვლელ მდგომარეობაში დაუბრუნდა დეკლარანტს, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩაითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა).”.
9. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-15 მუხლი:
„მუხლი 15. გარდამავალი დებულებები
ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის ,,ბ.ბ.ა” ქვეპუნქტი ამოქმედდეს ,,შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილების ამოქმედებისთანავე.”.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს ,,საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები