“საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის კორექტორების გამოწერისა და წარდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის კორექტორების გამოწერისა და წარდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 980
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 187, 31/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.012.579
  • Word
980
31/12/2008
სსმ, 187, 31/12/2008
200.230.040.22.033.012.579
“საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (მათ შორის კორექტორების გამოწერისა და წარდგენის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.230.040.22.033.012.579

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №980

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

“საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. “საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის კორექტირების) გამოწერისა და წარდგენის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 14 თებერვლის №84 ბრძანებით (სსმ III, 7.02.2005, №18, მუხლი 171) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია საქონლის/ მომსახურების მიმღების მოთხოვნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა, გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი მიმღებს მიუხედავად იმისა, ეს უკანასკნელი არის თუ არა გადასახადის გადამხდელი. ხოლო, თუ საქონლის (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდება ან მომსახურების გაწევა ხდება რეგულარულად ან უწყვეტად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა და მიმღებისათვის წარდგენა უზრუნველყოს არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 12 რიცხვისა.”.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

“81. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში “გამყიდველის” და “მყიდველის” მონაცემების აღმნიშვნელ სტრიქონებზე მისამართის (ქუჩა, №, ქალაქი, მუნიციპალიტეტი,) ტელეფონის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის. სავალდებულო არ არის ასევე მომსახურე ბანკის დასახელების და ანგარიშის ნომრის მითითება.”.

3. მე-3 მუხლის მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“18. საქონლის მიწოდების შემთხვევაში, მე-14 და მე-15 სტრიქონებზე ჩაიწერება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმით გამოწერილი სასაქონლო ზედნადების ნომერი და გამოწერის თარიღი. მომსახურების გაწევის შემთხვევაში, მე-14 სტრიქონზე დაისმევა “--” (ტირე), ხოლო მე-15 სტრიქონზე მიეთითება მომსახურების გაწევის (ოპერაციის განხორციელების) თარიღი (თვე სიტყვიერად). ამასთან, რეგულარული და უწყვეტი მომსახურების შემთხვევაში შეიტანება ოპერაციის განხორციელების საანგარიშო თვე.”.

4. მე-3 მუხლის 21-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით::

“21. საქონლის ასორტიმენტის მრავალსახეობის დროს, როდესაც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში საკმარისი არ არის სტრიქონების რაოდენობა, გამოიყენება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №2, რომელშიც ხელით ჩაიწერება იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის სერია და ნომერი, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს მოცემული დანართი. მათი შევსების თარიღი ერთი და იგივეა. №2 დანართში ინფორმაცია შეიტანება იმ სახით, როგორც ეს გათვალისწინებულია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში. დანართის მე-5, მე-7, მე-9 და მე-10 სვეტების ჯამები ჩაიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში შესაბამისად მე-8, მე-10, მე-12 და მე-13 სვეტებში, ხოლო საქონლის დასახელების ამსახველ მე-4 სვეტში კეთდება ჩანაწერი “ამ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით მიეწოდა . . . დასახელების საქონელი (მომსახურება) დანართის მიხედვით”. №2 დანართში ჩანაწერები დასტურდება ხელმძღვანელის ან სხვა უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით (ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში). პირს უფლება აქვს არ შეავსოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დანართი №2, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასთან ერთად მის მიერ წარდგენილი იქნება შესაბამის ოპერაციაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადები.”.

5. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“დ) საქონელი/მომსახურება სრულად ან ნაწილობრივ უბრუნდება დღგ-ის გადამხდელს.”.

6. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

“81. კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში “გამყიდველის” და “მყიდველის” მონაცემების აღმნიშვნელ სტრიქონებზე მისამართის (ქუჩა, №, ქალაქი, მუნიციპალიტეტი) და ტელეფონის ნომრის მითითება სავალდებულო არ არის.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შედის “საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.

ნ. გილაური