დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “გადამხდელთა პირადი აღრიხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატეების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 976 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 187, 31/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.250.000.22.033.012.577 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი200.250.000.22.033.012.577
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №976
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
«გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ» ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის N228 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
«ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. «გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ» ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის N228 ბრძანებით (სსმ III, 11.04.2005, N42, მუხ. 450) დამტკიცებული «გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ» ინსტრუქციის:
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
«3 გპაბ-ის გახსნის საფუძველს წარმოადგენს პირის საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემები. გპაბ იხსნება პირისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებისთანავე.»;
ბ) მე-12 პუნქტის «ა» ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
«ა) ფიზიკური პირებისათვის – არარეზიდენტებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით – მათი ჩამოსვლის ადგილის მიხედვით საგადასახადო ორგანოში;»;
გ) მე-12 პუნქტის «გ» ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
«გ) იურიდიული პირებისათვის – არარეზიდენტებისათვის, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოში არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით – მუდმივი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით საგადასახადო ორგანოში;»;
2. მე-3 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
«16. თუ გადასახადის თანხა არ არის გადახდილი საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი საურავი. საურავი ერიცხება საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის მომდევნო კალენდარული დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის და მისი გადახდა ხორციელდება საგადასახადო დავალიანების თანხაზე დანამატის სახით. ამასთან, ერთ რომელიმე გადასახადის თანხაზე საურავის დარიცხვის დროს გაითვალისწინება გადამხდელის სხვა გადასახადებში ზედმეტად გადახდილი თანხები. იმ შემთხვევაში, თუ ზედმეტად გადახდილი თანხების ჯამი აღემატება ვადაგადაცილებულ დავალიანებებს, ავტომატურად (პროგრამულად) ზედმეტობის წარმოშობის თარიღიდან შეწყდება საურავების დარიცხვა იმ გადასახადების მიხედვით, რომლებზედაც ირიცხება ვადაგადაცილებული დავალიანებები. თუ ვადაგადაცილებული დავალიანების საერთო თანხა აღემატება ზედმეტად გადახდილ გადასახადების საერთო თანხას, მაშინ ცალკეულ გადასახადში საურავის დარიცხვა შეწყდება ზედმეტობის წარმოშობის თარიღიდან, ზედმეტად გადახდილი თანხის ფარგლებში, სხვა გადასახადებში არსებული ნარჩენების პროპორციულად. ამასთან, გასალდოების პროცედურაში მონაწილეობს ყველა არსებული გადასახადის გპაბ-ი, ელექტრონული ვერსიის არსებობიდან. გადასახადის გადამხდელებს, რომლებსაც მონაცემთა ბაზაში უფიქსირდებათ ლიკვიდირებული გადამხდელის სტატუსი, ასეთ გპაბ-ზე მოხდება ყველა ოპერაციის გაჩერება და, შესაბამისად, საურავების დათვლა, ბოლო ცვლილების თარიღამდე ან არსებულ ბოლო ოპერაციამდე. ყველა ის საურავი, რომლის შემცირება ვრცელდება გპაბ-ის ელექტრონული ვერსიის არსებობამდე პერიოდზე (მაგალითად: საურავის ნაშთის წლის დასაწყისისათვის შემცირების დროს), უნდა გატარდეს ოპერაცია «შემცირებულია დასკვნით» ან სხვა საურავის შემცირების ოპერაციით, გარდა «შემცირებულია ზედმეტობის საფუძველზე». თუ ხდება შეცდომით (აქტით, დასკვნით ან სხვა) დარიცხული საურავის შემცირება – უნდა გატარდეს ოპერაცია «შემცირებულია დასკვნით» ან სხვა საურავის შემცირების ოპერაციით, გარდა «შემცირებულია ზედმეტობის საფუძველზე». ყველა ის საურავი, რომლის შემცირება ვრცელდება გპაბ-ის ელექტრონული ვერსიის არსებობის პერიოდზე, უმცირდება ავტომატურად და საგადასახადო ორგანოს მიერ გატარებული ჩანაწერები არ აისახება გპაბ-ზე და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტში. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება უკვე გატარებული შემცირებული საურავის გამიჯვნა ზემოაღნიშნული პრინციპით, საგადასახადო ორგანო წარმოადგენს ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში ამ ინსტრუქციის დანართი ფორმა N25-ის შესაბამისად, რის შემდეგ განხორციელდება კორექტირება.».
3. მე-10 მუხლის მე-16 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის «დ» ქვეპუნქტი:
«დ) პირის, სხვა განმთავსებლის ან მომსახურე ბანკის მიერ შეცდომით გადასახადის ამკრეფის ან თვითმმართველი ერთეულის კოდის არასწორი სიმბოლოებით ბიუჯეტში განხორციელებული შენატანები.».
4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:
«161 . ამ მუხლის მე-16 პუნქტის «დ» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეცდომით ჩარიცხული გადასახადის/გადასახდელის თანხების გასწორების მიზნით პირმა, სხვა განმთავსებელმა ან მომსახურე ბანკმა წერილობით უნდა მიმართოს შეცდომით გადარიცხული გადასახადის/გადასახდელის თანხების მიმღებ შესაბამის საგადასახადო ორგანოს.».
5. მე-11 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
«13. პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების, აგრეთვე გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების, რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან, ან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებით კომერციული ბანკისათვის საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევიდან შესაბამისი რეჟიმის დასრულებამდე ამ რეჟიმების დაწყებამდე არსებულ ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებებზე საურავი არ დაერიცხება.».
6. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის «გ» ქვეპუნქტი:
«გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე გადახდევინების მიქცევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.».
7. ბრძანების დანართი N1, დანართი N10ა და დანართი N10ვ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ძალაში შედის «საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.
ნ. გილაური








უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები