“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე" ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე" ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 975
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 187, 31/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.012.575
  • Word
975
31/12/2008
სსმ, 187, 31/12/2008
020.080.150.22.033.012.575
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე" ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.012.575

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 975

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინის-ტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.06 წ., №172, მუხ. 2321) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-12 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინის-ტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,“.

2. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2);“.

3. ბრძანების დანართი №2ბ ამოღებულ იქნეს.

4. ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის“ თაობაზე ინსტრუქციაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები

საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს ადგენენ შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები.“;

ბ) მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შედგება ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით ან საბაჟო შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირებულია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

2. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში სამართალდამრღვევი პირის შესახებ მონაცემები ივსება მათი დადგენის შემთხვევაში, ხოლო ოქმის მე-15 გრაფით გათვალისწინებული შენიშვნის დაფიქსირება წარმოადგენს სამართალდამრღვევი პირის უფლებას, რისი განუხორციელებლობაც არ იწვევს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული ძალის დაკარგვას.“;

გ) მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამართალდარღვევი პირის უარი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან მის მიღებაზე (ჩაბარებაზე), აგრეთვე სამართალდამრღვევი პირის დადგენის ან მისი იდენტიფიცირების შეუძლებლობა არ იწვევს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული ძალის დაკარგვას.“;

დ) მე-7 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. თუ პირი სადავოდ არ ხდის ჩადენილი საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს და აღნიშნულს ადასტურებს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმზე ხელმოწერით, ხოლო სამართალდარღვევისათვის შესაძლებელია მხოლოდ ჯარიმის შეფარდება, მას შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება სამართალდარღვევის ადგილზე მხოლოდ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე, რომელიც ითვლება საბაჟო შეტყობინებად. ამასთან, გამოიყენება საბაჟო სანქციის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით.“;

ე) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება, თუ საბაჟო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად, ხოლო სამართალდამრღვევმა პირმა დაუყოვნებლივ აცნობა ამის თაობაზე საბაჟო ორგანოს და წარუდგინა მას სათანადო მტკიცებულებები. დაუძლეველი ძალის პირობები განისაზღვრება საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.“;

ვ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ შედგება, თუ სამართალდარღვევა დაფიქსირებულია შემოწმების აქტში ან/და ქმედება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.“;

ზ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 14. საქმის განხილვა

1. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ან შემოწმების აქტის შედგენიდან 30 დღის ვადაში, საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით, უფლებამოსილი მოხელე საქმეზე იღებს გადაწყვეტილებას (გარდა ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტით და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), რომელიც ფორმდება საბაჟო შეტყობინებით. ბათილია ოქმის შედგენიდან 30 დღის შემდეგ გამოცემული გადაწყვეტილება/შეტყობინება.

2. შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულები, საბაჟო ორგანოები და მათი საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ საბაჟო სამართალდარღვევის საქმეთა განმხილველ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებაში, მოთხოვნისამებრ წარუდგინონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტები, წარმოადგინონ დასკვნები და ახსნა-განმარტებები.

3. უფლებამოსილი მოხელე საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას ვალდებულია დაადგინოს:

ა) განეკუთვნება თუ არა საქმე საბაჟო ორგანოს კომპეტენციას;

ბ) გამოთხოვილია ან/და მიღებულია თუ არა პირისაგან დამატებითი დოკუმენტები;

გ) სამართალდარღვევის ოქმის შედგენის კანონთან შესაბამისობას;

დ) ჩადენილია თუ არა პირის მიერ საბაჟო სამართალდარღვევა;

ე) ექვემდებარება თუ არა პირი ამ კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.

4. უფლებამოსილი მოხელე ვალდებულია შეაგროვოს, გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმეზე არსებული მტკიცებულებები.

5. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი და გარემოება, რომელთა საფუძველზე დადგინდება საბაჟო სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა და რომელთაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ეს მონაცემები შეიძლება დადგინდეს შემდეგი საშუალებებით: საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, შემოწმების აქტით, სამართალდამრღვევის შენიშვნებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ნივთიერი მტიცებულებით, პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის ოქმებით, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის ოქმებით, საქონლის სინჯებისა და ნიმუშების აღებით და სხვა დოკუმენტებით.  

6. უფლებამოსილი მოხელე, ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, ახდენს მტკიცებულებების შეფასებას და საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას.

7. თუ 30 დღის ვადაში შეუძლებელია საბაჟო სამართალდამრღვევის დადგენა ან/და პირის იდენტიფიკაცია, უფლებამოსილი მოხელე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის და შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის შესახებ.

8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში პირს სანქცია არ დაეკისრება.

9. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის მასალები დაუყოვნებლივ გადაეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით და საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

10. როცა საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დადგინდება, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს დანაშაულის შემადგენლობას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის შეწყვეტის შესახებ.

11. როცა საქმეზე საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად დადგინდება, რომ პირის მიერ ჩადენილი ქმედება არ შეიცავს დანაშაულის შემადგენლობას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი გამოსცემს ბრძანებას საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების განახლების შესახებ. წარმოების განახლების დღიდან განახლდება სანქციის შეფარდების თაობაზე საბაჟო შეტყობინების გამოცემისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება.“;

თ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.     უფლებამოსილი მოხელე საქმის განხილვის მასალებზე დაყრდნობით განსაზღვრავს სამართალ-დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და შესაბამისი სანქციის გამოყენების მიზანშეწონილობას. ამასთან, საბაჟო სამართალდამრღვევ პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ შეეფარდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.“;

ი) მე-15 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. რამდენიმე საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო სანქცია გამოიყენება თითოეული სამართალდარღვევისათვის ცალ-ცალკე.

4. თუ საბაჟო სამართალდამრღვევი ერთზე მეტი პირია, მათ გათვალისწინებული სანქცია დაეკისრებათ სოლიდარულად.“;

კ) მე-15 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:;

“6. საბაჟო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებული ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი სამმართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.“;

მ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 19. გასაჩივრება

„საბაჟო სამართალდარღვევის საქმეზე საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (შეტყობინება), ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმიც, შეიძლება გაასაჩივროს პირმა, მისმა წარმომადგენელმა საქართველოს საბაჟო კოდექსის IX კარით დადგენილი წესით.“;

ნ) მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, საბაჟო შემოწმების აქტი და საბაჟო შეტყობინებები ექვემ-დებარება სავალდებულო რეგისტრაციას აღრიცხვის ჟურნალის შესაბამის გრაფებში.“;

ო) 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კალენდარული წლის ბოლოს აღრიცხვის ჟურნალში საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ოქმის, საბაჟო შემოწმების აქტისა და საბაჟო შეტყობინების რეგისტრაციის შემდეგ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.“.

პ) 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, საბაჟო შემოწმების აქტი ან/და საბაჟო შეტყობინება, რომელთა მონაცემებიც აღრიცხვის ჟურნალში შეიტანება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის მიხედვით.“;

ჟ) 22-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.     საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, საბაჟო შემოწმების აქტები და საბაჟო შეტყობინებები აღრიცხვის ჟურნალში რეგისტრირდება არა უგვიანეს 24 საათისა მათი მიღების მომენტიდან.

4. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მისი შემდგენელი პირის მიერ მარეგისტრირებელ სტრუქტურულ ერთეულს უნდა წარედგინოს ოქმის შედგენის დღიდან არა უგვიანეს 48 საათისა. რეგიონალური ცენტრის „(საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამდებობის პირთა მიერ შედგენილი ოქმები, საბაჟო შემოწმების აქტები და გამოცემული საბაჟო შეტყობინებები ექვემდებარება ჟურნალში აუცილებელ რეგისტრაციას სამი დღის ვადაში.“;

რ) 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6.     საბაჟო სამართალდარღვევათა ოქმები, საბაჟო შემოწმების აქტები და საბაჟო შეტყობინებები აღრიცხვის ჟურნალში რეგისტრირდება მათში არსებული მონაცემების ჟურნალის შესაბამის გრაფებში შეტანისა და მათზე საქმის სარეგისტრაციო ნომრის დაფიქსირების გზით.“;

ს) 23-ე მუხლის მე-4 პუქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. მე-7–მე-12 გრაფებში მიეთითება მონაცემები საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის და საბაჟო შემოწმე-ბის აქტის თაობაზე.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ძალაში შევიდეს „საქართველოს საბაჟო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონის ძალაში შესვლისთანავე.

ნ. გილაური

დანართი 2

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

საბაჟო სამართალდარღვევის

ოქმი №000000

1. ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი): -----------------------------------------

2. ოქმის შედგენის ადგილი, საბაჟო ორგანოს დასახელება და კოდი (არსებობის შემთხვევაში): --------------------------------------------------------------------------------------

 

3. ოქმის შემდგენის თანამდებობა, სახელი და გვარი: ------------------------------------

4. იმ პირის (პირების) თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც გამოავლინა სამართალდარღვევა: -----------------------------------------------------------------------------

5. სამართალდამრღვევი პირის დასახელება: ----------------------------------------------

(არსებობის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი)

6. საბაჟო სამართალდარღვევის შინაარსი (მათ შორის, არსებითი ფაქტები და გარემოებები):--------------------------------------------------------------------------------------

7. საქართველოს საბაჟო კოდექსის ნორმა (მუხლი, ნაწილი), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული სამართალდარღვევისათვის: ---------

8. მოწმის გვარი, სახელი და მისამართი (მათი არსებობის შემთხვევაში): --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 9. საქმის წარმოების ან/და სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებები:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ასეთ შემთხვევაში მიეთითება ღონისძიების დასახელება და ოქმის რეკვიზიტები

10. შეფარდებულია სანქცია ჯარიმის სახით: ----------------------------------------------

ჯარიმის თანხა ციფრებით და სიტყვიერად (ეს გრაფა ივსება საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში)

11. ოქმის შემდგენი: -------------------- მოწმე ან სხვა მონაწილე:-------------------------

 ხელმოწერა ხელმოწერა და სტატუსი

 

12. დამრღვევის (მისი წარმომადგენლის) ხელმოწერა (თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას და სადავოდ არ ხდის მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს): --------------------------------------------------------------------------------------------------------------

13. დამრღვევის (მისი წარმომადგენლის) ხელმოწერა ოქმის ჩაბარებაზე (თუ იგი ესწრება ოქმის შედგენას) ან/და ოქმის ერთი პირის გადაცემაზე:----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

14. ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა: -----------------------------------------------------

15. შენიშვნები:----------------------------------------------------------------------------------

ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის XI თავით გათვალისწინებული ღონისძიებები.

ამ ოქმის გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს საბაჟო კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, IX კარით დადგენილი წესით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში.