“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 309
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 187, 31/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 08/04/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.012.573
  • Word
309
31/12/2008
სსმ, 187, 31/12/2008
010.320.030.22.027.012.573
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.030.22.027.012.573

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №309

2008 წლის  31 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 12 თებერვლის №66 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2001 წლის 12 თებერვლის  №66 ბრძანებით (სსმ III, 2001წ., №12, მუხ. 120) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი სისტემის მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული წოდებები

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

1. მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები – იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მოადგილე – იუსტიციის უფროსი მრჩეველი.

4. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, განყოფილების უფროსი – იუსტიციის მრჩეველი.

5. მინისტრის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მრჩეველი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს მრჩეველი, განყოფილების მრჩეველი, მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.

6. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სპეციალისტი, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სამმართველოს სპეციალისტი, განყოფილების სპეციალისტი – I კლასის იურისტი“.

2. დანართი №3 ამოღებულ იქნეს.

3. დანართი №7 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 5 იანვრიდან.

ზ. ადეიშვილი