დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 310 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 187, 31/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.150.000.22.027.012.572 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.22.027.012.572
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №310
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 24 სექტემბრის №1181 ბრძანებით (სსმ III, 2004 წ., №105, მუხ. 902) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 3
ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში ატარებს და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი).“;
2. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნორმატიული აქტის მიმღები ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია ხელმოწერიდან (მიღებიდან) 5 დღის ვადაში გადაუგზავნოს ნორმატიული აქტი სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის.“;
ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-3 – მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ნორმატიული აქტი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული ვერსიის სახით.
4. სახელმწიფო რეესტრში შესატანი ნორმატიული აქტები მომზადებულ უნდა იქნეს კომპიუტერზე ,,Windows“-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: Sylfaen, Litnusx ან Acadnusx.
5. ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტებისა) იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა 4 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), აკინძული და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ნორმატიულ აქტებს (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტებისა) უნდა დაერთოს სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე.
6. სამინისტროს ნორმატიული აქტები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს გადაცემიდან 3 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიულ აქტებს – 7 დღის ვადაში. რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 2 ეგზემპლარი (მათ შორის, დედანი) რჩება სამინისტროში, ხოლო 2 ეგზემპლარი (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტისა) უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს). ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტის 1 ეგზემპლარი უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს), ხოლო 1 ეგზემპლარი, ელექტრონულ ვერსიასთან და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნასთან ერთად, ეგზავნება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოს (თანამდებობის პირს).“;
დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,8. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი ნორმატიული აქტი უნდა იყოს დადასტურებული ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ შესაბამისი ბეჭდითა და ხელმოწერით. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იგი ასევე უნდა იყოს დამოწმებული დეპარტამენტის ან მისი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის (მათი არყოფნის შემთხვევაში – უფროსის მოვალეობის შემსრულებლის) მიერ ბეჭდითა და ხელმოწერით.“.
3. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: ,,000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს, მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – შესაბამის თვითმმართველ ერთეულს), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს.
მუხლი 9
1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი – 01;
ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება – 02;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება – 03;
დ) საქართველოს ორგანული კანონი – 04;
ე) საქართველოს კანონი – 05;
ვ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი – 06;
ზ) საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი – 07;
თ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება – 08;
ი) საქართველოს პარლამენტის დადგენილება – 09;
კ) საქართველოს მთავრობის დადგენილება – 10;
ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება – 11;
მ) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება – 13;
ნ) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება – 14;
ო) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება – 15;
პ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება – 16;
ჟ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება – 17;
რ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება – 18;
ს) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება – 19;
ტ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება – 20;
უ) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება – 21;
ფ) საქართველოს მინისტრის ბრძანება – 22;
ქ) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება – 25;
ღ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსის ბრძანება – 41;
ყ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება – 42;
შ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება – 43;
ჩ) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორის ბრძანება – 44;
ც) სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება – 45;
ძ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანება – 46;
წ) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება – 47;
ჭ) ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭოს დადგენილება – 48;
ხ) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დადგენილება – 49;
ჯ) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანება – 50;
ჰ) სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი – 40.
2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
ა) ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია – 29;
ბ) ავტონომიური რესპუბლიკის კანონი – 30;
გ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება – 31;
დ) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება – 32;
ე) ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება – 33;
ვ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება – 34.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიულ აქტებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდი:
ა) მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება – 35;
ბ) ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება – 36;
გ) ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება – 37;
დ) ქ. თბილისის მერის (რაიონის გამგებლის) ბრძანება – 38.“.
4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი კოდი:
ა) საქართველოს პარლამენტი – 001;
ბ) საქართველოს პრეზიდენტი – 002;
გ) საქართველოს მთავრობა – 003;
დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო – 004;
ე) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია – 006;
ვ) აუდიტორული საქმიანობის საბჭო – 007;
ზ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია – 008;
თ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 009;
ი) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია – 010;
კ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – 011;
ლ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – 012;
მ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე – 013;
ნ) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო – 014;
ო) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო – 017;
პ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – 022;
ჟ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – 023;
რ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი – 024;
ს) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – 025;
ტ) საქართველოს თავდაცვის მინისტრი – 026;
უ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – 027;
ფ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – 028;
ქ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – 029;
ღ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – 030;
ყ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – 032;
შ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი – 033;
ჩ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – 034;
ც) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – 035;
ძ) თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს უფროსი – 046;
წ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – 047;
ჭ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი – 048;
ხ) აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი – 049;
ჯ) სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი – 050;
ჰ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი – 051;
ჰ1) ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსი – 052;
ჰ2) ეროვნული პროფესიული სააგენტოს პროფესიული საბჭო – 053;
ჰ3) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო – 054;
ჰ4) საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი – 055;
ჰ5) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – 036;
ჰ6) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – 039;
ჰ7) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – 040;
ჰ8) ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი – 041;
ჰ9) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია – 042.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 5 იანვრიდან.
ზ. ადეიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები