,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 06/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.10.003.000.658
  • Word
17
05/02/2007
სსმ, 17, 06/02/2007
040.030.000.10.003.000.658
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №17

2007 წლის 5 თებერვალი

 ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ

1. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასთან სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის შეერთების გზით.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის გამო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების დროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადების საფუძველზე გაითვალისწინოს შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი