“უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკციების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 302/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 187, 31/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 31/08/2009
სარეგისტრაციო კოდი 280.080.020.22.035.012.559
  • Word
302/ნ
31/12/2008
სსმ, 187, 31/12/2008
280.080.020.22.035.012.559
“უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკციების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.080.020.22.035.012.559

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის     

 ბრძანება №302/ნ

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის    №35/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

 ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 30 იანვრის №35/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №13, მუხ. 141) და ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ:

ა) ,,უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებზე დანიშნული სოციალური დახმარების გაცემისა და ადმინისტრირების“ თანდართული წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ბ) დანიშნული სოციალური დახმარების გაცემა და ადმინისტრირებასთან დაკავშირებული შიდაორგანიზაციული მუშაობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო;“.

    მუხლი 2

 ბრძანება ამოქმედდეს ,,საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

ა. კვიტაშვილი