დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური სუბსიდიოების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 აგვისტოს №190/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 298//ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 187, 31/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.035.012.555 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.012.555
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №298/ნ
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2007 წ., №90, მუხ. 963) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“.
2. ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ თანდართული დებულება.
2. სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტო“ წარმოადგენს სსიპ „სოციალური სუბსიდიების სააგენტოს“ უფლებამონაცვლეს ყველა სახის ურთიერთობაში.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება“;
ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“;
გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„ვ1) ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილად აყვანის, შვილობილად აყვანის, მეურვეობისა და მზრუნველობის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია, გასაშვილებელ ბავშვთა და შვილად აყვანის მსურველთა ცენტრალური საინფორმაციო ბანკის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ცენტრალური და ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციების უზრუნველყოფა, აგრეთვე სხვა სახელმწიფოში გაშვილების მიზნებისათვის ცენტრალური მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის უზრუნველოფა;“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები