“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება_საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება_საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 1439
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 187, 31/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.012.552
  • Word
1439
31/12/2008
სსმ, 187, 31/12/2008
010.240.070.22.034.012.552
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება_საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.034.012.552

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1439

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 21 ივნისის №786 ბრძანებით (სსმ III, 23.06.2006, №84, მუხ.1128) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის:

ა) ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) საერთაშორისო აეროპორტებში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ უფლებამოსილებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო).“;

ბ) ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა).“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 3. სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილება

1. სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ“ ,,სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, ,,საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, ,,პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონებით, ამ დებულებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. სასაზღვრო პოლიციას მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის სპეციალური, განსაკუთრებული უფლებები და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებანი. აქვს ძალის გამოყენების უფლება, აგრეთვე უფლებამოსილება დაიცვას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიძიოს სისხლის სამართლის საქმეები და განახორციელოს ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე განახორციელოს ადმინისტრაციული საქმისწარმოება.

2. სასაზღვრო პოლიცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო საკითხებში თანამშრომლობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციებთან, მონაწილეობს ტრანსსასაზღვრო დანაშაულებათა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო საქმიანობაში.

3. სასაზღვრო პოლიცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით:

ა) ამყარებს ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შეთანხმებებს.

4. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციას აქვს ინფორმაციის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის, ადმინისტრაციული სახდელის დადების, გაჩერების, დაკავების, ჩხრეკის, ამოღების, ტვირთის, ქონების, ადამიანის ან სათავსოს შემოწმების უფლება.“.

3. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის ,,ვ“ და ,,ზ“ პუნქტები.

4. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. სასაზღვრო პოლიცია – სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატის, ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფების, სანაპირო დაცვისა და სხვა დაწესებულებების ერთიანი სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს სასაზღვრო სამსახურის საქმიანობას.“

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სასაზღვრო პოლიციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე.

5. სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი;

ბ) სანაპირო დაცვის დეპარტამენტი;

გ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;

დ) საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო;

ე) ინსპექციის სამმართველო;

ვ) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო;

ზ) საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო;

თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;

ი) ადმინისტრაციული ობიექტების დაცვის სამმართველო;

კ) სასაზღვრო მონიტორინგის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო;

ლ) პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.“.

გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,გ-ლ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ექვემდებარებიან და ანგარიშვალდებულნი არიან უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე) ხელმძღვანელობს სასაზღვრო პოლიციის ქვედანაყოფების ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“;

ბ) ,,ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,წ“ ქვეპუნქტი:

,,წ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე ანაწილებს უფლება-მოვალეობებს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა შორის.“.

6. მე-8 – მე-18 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    მუხლი 8. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი

1. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლში და სასაზღვრო ზონაში დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის ონტროლს და ორგანიზებას უწევს საზღვრის დაცვას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საზღვრის სახმელეთო მონაკვეთების დაცვას, სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლს და უზრუნველყოფს ქვედანაყოფების მუდმივ მზადყოფნას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს სასაზღვრო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, ოპერატიულ-საგამოძიებო, გარემოსდაცვით და სხვა ღონისძიებებს;

დ) ახორციელებს სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო კონტროლის საქმიანობის ანალიზს;

ე) აკონტროლებს სახმელეთო საზღვრის დაცვის საკითხებზე გამოცემული ნორმატიული აქტების შესრულებას;

ვ) საერთაშორისო სამართლის ნორმების, პრინციპების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს საზღვრის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის და სამიგრაციო კონტროლის სრულყოფის მიზნით, შეიმუშავებს სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებს, დირექტივებსა და ინსტრუქციებს;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სასაზღვრო პოლიციის სამმართველოებთან ერთად მონაწილეობს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებების შემუშავებაში და მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების განსაზღვრაში;

თ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფი სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სახელმწიფო საზღვრის, სასაზღვრო რეჟიმის დაცვას;

ი) ახორციელებს ძალებისა და საშუალებების მზადყოფნისა და მათი ოპტიმალური გამოყენების უზრუნველყოფას;

კ) ახორციელებს საქართველოს სახმელეთო საზღვრის დაცვის და სასაზღვრო კონტოლის მეთოდების შემუშავებას, ოპერაციების დაგეგმვასა და მათი ჩატარების უზრუნველყოფას;

ლ) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების რეგიონულ ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე;

2. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.

3. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დირექტორი:

ა) საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;

ბ) სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკის გატარებას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას;

დ) სახმელეთო საზღვრის დაცვის ქვედანაყოფების სამსახურებრივ საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებასა და მათი პრაქტიკაში დანერგვას;

ე) ხელმძღვანელობს სახმელეთო საზღვრის დაცვის განვითარების პროგრამის შემუშავებისა და მისი შესრულების ორგანიზებასა და სახმელეთო საზღვრის დაცვის თანამშრომელთა სპეციალურ მომზადებას.

4. სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საზღვრის დაცვისა და კონტროლის სამმართველო;

ბ) სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველო (ბათუმი);

გ) სასაზღვრო პოლიციის №2 სამმართველო (ახალციხე);

დ) სასაზღვრო პოლიციის №3 სამმართველო (წითელი ხიდი);

ე) სასაზღვრო პოლიციის №4 სამმართველო (დედოფლისწყარო);

ვ) სასაზღვრო პოლიციის №5 სამმართველო (ლაგოდეხი);

ზ) სასაზღვრო პოლიციის №6 სამმართველო (ბარისახო);

თ) სასაზღვრო პოლიციის №7 სამმართველო (ყაზბეგი);

ი) სასაზღვრო პოლიციის №8 სამმართველო (ჯავა-ონი);

კ) სასაზღვრო პოლიციის №9 სამმართველო (მესტია);

ლ) სასაზღვრო პოლიციის №10 სამმართველო (ზემო აფხაზეთი).

    მუხლი 9. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი

1. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო სივრცეში სასაზღვრო-საზღვაო პოლიტიკის გატარებას, დადგენილი სამართლებრივი რეჟიმის შესრულებაზე კონტროლს და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დადგენილი ზომების მიღებას;

ბ) დამოუკიდებლად ან საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის დაცვის კონტროლზე პასუხისმგებელ ორგანოებთან ურთიერთქმედებით ახორციელებს საზღვაო-პოლიციურ, ორგანიზაციულ-სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, მიგრაციულ, საგამოძიებო, გარემოსდაცვით, ძებნა-გადარჩენით და სხვა საზღვაო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს;

გ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების ორგანიზებას, მართვასა და ხელმძღვანელობას;

დ) შეიმუშავებს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვისა და კონტროლის მეთოდებს, გეგმავს ოპერაციებს და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას;

ე) ორგანიზებას უკეთებს საქართველოს საზღვაო ნავსადგურებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვასა და უსაფრთხოებას;

ვ) საქართველოს საზღვაო სივრცეში ახორციელებს საგამოძიებო, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

ზ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვისადმი გამოყოფილი რესურსების ეფექტურ და ოპტიმალურ გამოყენებას;

თ) ამზადებს სანაპირო დაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით წინადადებებს;

ი) ორგანიზებას უკეთებს სანაპირო დაცვის პირადი შეამადგენლობის ჯანმრთელობის დაცვასა და სამედიცინო უზრუნველყოფას;

კ) გეგმავს მცურავი საშუალებების, ტექნიკისა და შეიარაღების რემონტსა და მოდერნიზაციას;

ლ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის ობიექტებისა და ტერიტორიების დაცვას, უსაფრთხოებასა და მოვლა-პატრონობას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სანაპირო დაცვის საქმიანობის დაგეგმარებას, კონტროლსა და სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ნ) უზრუნველყოფს სანაპირო დაცვის საკითხებზე სამართლებრივი აქტების კონტროლს და სამსახურებრივი საქმიანობის შედეგების ანალიზს;

ო) შეიმუშავებს სანაპირო დაცვის განვითრების გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამების, დირექტივებისა და ინსტრუქციების პროექტებს;

პ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

2. სანაპირო დაცვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელიც ამავდროულად სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეა. მას თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სასაზღვრო პოლიციის უფროსის წარდგინებით. იგი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სასაზღვრო პოლიციის უფროსის წინაშე.

3. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი:

ა) საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებებისა და განკარგულებების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ადმინისტრაციულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს სამსახურებრივ საკითხებზე, ამოწმებს მათ შესრულებას;

ბ) სასაზღვროო პოლიციის უფროსის მიერ დელეგირებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკადრო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პოლიტიკის გატარებას;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს მისდამი დაქვემდებარებული ცალკეული თანამდებობის პირებისათვის უფლებამოსილებების დელეგირებას;

დ) შეიმუშავებს სანაპირო საზღვრის დაცვის ქვედანაყოფების სამსახურებრივ საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებს და უზრუნველყოფს მათ პრაქტიკაში დანერგვას;

ე) შეიმუშავებს სანაპირო დაცის განვითარების პროგრამას და უზრუნველყოფს მის შესრულებას, ხელმძღვანელობს სანაპირო დაცვის ძალების მომზადებას.

4. სანაპირო დაცვის დეპარტამენტი შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველო, სანაპირო დაცვის პოლიტიკის უზრუნველყოფის სამმართველო და რესურსების მართვის მთავარი სამმართველო.

    მუხლი 10. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო

საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო:

ა) ორგანიზებას უწევს სასაზღვრო პოლიციაში ფინანსური პოლიტიკის გატარებას, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვას;

ბ) შეიმუშავებს სასაზღვრო პოლიციის ბიუჯეტს;

გ) ანაწილებს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტს შესაბამის ქვედანაყოფებზე;

დ) აკონტროლებს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მიხედვით დაგეგმვის, ფინანსირებისა და აღრიცხვა-ანგარიშწორების ღონისძიებებს;

ე) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ფინანსურად უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;

ვ) აკეთებს ბიუჯეტის შესრულების ანალიზს, კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს სახელმწიფო შესყიდვებს, აფორმებს ხელშეკრულებებს მიმწოდებელთან და აკონტროლებს მიწოდებული საქონლის ხარისხს;

ზ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის ორგანოთა სამეურნეო და მომარაგების უზრუნველყოფას;

თ) აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის საყაზარმო და საბინაო ფონდის ექსპლუატაციას, დადგენილი წესის მიხედვით საცხოვრებელი ფართობის აღრიცხვა-გადანაწილებას;

ი) უზრუნველყოფს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაპროექტებას, მშენებლობას და მის სწორ ექსპლუატაციას.

    მუხლი 11. საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველო

საქმისწარმოების ორგანიზებისა და კონტროლის სამმართველოს ამოცანაა სასაზღვრო პოლიციაში საქმისწარმოების ორგანიზება და ხელმძღვანელობა, შემოსული და გასული დოკუმენტაციისა და კორესპონდენციების რეგისტრაცია, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის დადგენილებების, პრემიერ-მინისტრის ბრძანებების, შინაგან საქმეთა მინისტრიის ბრძანებების, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ბრძანებების, მისი და მისი მოადგილეების მითითებების ვადების შესრულების კონტროლი, მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და აღრიცხვა.

    მუხლი 12. ინსპექციის სამმართველო

ინსპექციის სამმართველო სამსახურებრივი შემოწმების გზით აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობაში კანონიერების, ნორმატიული აქტებისა და სხვა მარეგლამენტირებული დოკუმენტების მოთხოვნათა შესრულებას, ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებში საშემსრულებლო დისციპლინაზე, იარაღისა და საბრძოლო მასალების შენახვისა და გამოყენების წესების შესრულებაზე კონტროლს, ინსპექტირებას უწევს სასაზღვრო პოლიციში მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ ხარჯებს, საკადრო და საფინანსო საქმიანობას. შემოწმების მასალებზე დაყრდნობით წარმოადგენს დასკვნას სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდებისა და წახალისების გამოყენების თაობაზე. შეიმუშავებს წინადადებებს დისციპლინური დარღვევების პრევენციისათვის.

    მუხლი 13. საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო

საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის ერთიან საკადრო უზრუნველყოფას;

ბ) შეიმუშავებს კადრების შერჩევის, განაწილების და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემას;

გ) ახორცილებს სააღრიცხვო-საშტატო მუშაობას, პერსონალის რიცხობრივ და ხარისხობრივ ანალიზსა და თვისობრივ გაუმჯობესებას;

დ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის ზრდას, მათ შორის, ატესტაციის მოწყობის გზით.

    მუხლი 14. საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო

საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო უზრუნველყოფს ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობას დანაშაულის პროფილაქტიკისა და აღკვეთა-გამოვლენის მიზნით; კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო ხასიათის, ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ამსახველი და წინმსწრები ოპერატიული ინფორმაციების მოპოვებას, ანალიზსა და პროგნოზირებას, არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ერთობლივ ოპერატიულ ღონისძიებებს, ახორციელებს წინასწარ გამოძიებას. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ახდენს ინფორმაციის გაცვლას. სწავლობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ ოპერატიულ ვითარებას და მისი განვითარების შესაძლო ტენდენციებს.

    მუხლი 15. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო

სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობის ორგანიზებას;

ბ) ორგანიზებას უწევს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და გაღრმავებას საზღვარგარეთის შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

გ) შეიმუშავებს და ამზადებს საერთაშორისო-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სრულფასოვან მონაწილეობას ამ პროცესში;

დ) სახელმწიფო ევროინტეგრაციული კურსის შესაბამისად ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სრულფასოვან მონაწილეობას ამ პროცესში;

ე) კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო საქმიანობას არალეგალური მიგრაციის და სხვა ტრანსსასაზღვრო დანაშაულებების წინააღმდეგ ბრძოლაში;

ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით კოორდინაციას უწევს სასაზღვრო პოლიციის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას;

ზ) წარმოადგენს და იცავს სასაზღვრო პოლიციის ინტერესებს სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას;

თ) დასკვნას უკეთებს სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტებს;

ი) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციაში კანონშემოქმედებითი საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებას;

კ) ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის მიერ ოფიციალური ვიზიტების, საერთაშორისო ღონისძიებების, მაღალი რანგის დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული საპროტოკოლო ღონისძიებების ჩატარებას.

    მუხლი 16. ადმინისტრაციული ობიექტების დაცვის სამმართველო

ადმინისტრაციული ობიექტების დაცვის სამმართველო ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მიერ განსაზღვრული ობიექტების, ტერიტორიების, მატერიალური ფასეულობების დაცვას; უზრუნველყოფს ცენტრალურ ოფისში ხალხისა და ტრანსპორტის დაშვების წესის დაცვას; ზედამხედველობს დასაცავი ობიექტების მდგომარეობას, ტექნიკური და კავშირგაბმულობის, სიგნალიზაციისა და ხანძარჩასაქრობ საშუალებათა გამართულობას.

    მუხლი 17. სასაზღვრო მონიტორინგის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო

სასაზღვრო მონიტორინგის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების სამმართველო ახორციელებს სასაზღვრო პოლიციის სადღეღამისო უწყვეტ ოპერატიულ მართვას; უზრუნველყოფს რადიოკავშირგაბმულობის საშუალებების გამართულ მუშაობაზე მეთვალყურეობას; უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის საინფორმაციო-ანალიტიკურ საქმიანობას და ამ მიზნით, სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული დეპარტამენტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას. კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო ზოლსა და ზონაში, საზღვაო სივრცეში, საზღვრისპირა რეგიონებში არსებული ვითარების შესწავლა და ანალიზი, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად სავარაუდო საფრთხეებისა და რისკფაქტორების განსაზღვრა.

    მუხლი 18. პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:

ა) მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მოიპოვებს ინფორმაციას, აანალიზებს მას და წარუდგენს სასაზღვრო პოლიციის უფროსს;

ბ) საზოგადოებასა და მასმედიას ინფორმაციას აწვდის სასაზღვრო პოლიციაში მიმდინარე პროცესების თაობაზე;

გ) უზრუნველყოფს სასაზღვრო პოლიციის ვებ გვერდის მუშაობას;

დ) ხელს უწყობს საზოგადოებაში სასაზღვრო პოლიციის შესახებ ობიექტური აზრის ჩამოყალიბებას.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის   1 იანვრიდან.

ი. მერაბიშვილი