დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1183 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 06/01/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430.010.000.22.022.012.548 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.012.548
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1183
2008 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 15071 მუხლის პირველი პუნქტის, „მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებით (სსმ III, 23.01.2006 წ, №8, მუხ. 78) დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას;
ბ) კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების ცენტრებში. მის კომპეტენციაში არ შედის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ამ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის შინაარსისა და სწავლების მეთოდების შემოწმება. ეს არ გამორიცხავს რესურს-ცენტრის მიერ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით მოიძიოს, შეაგროვოს და მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხის შესახებ;
გ) წარუდგენს სამინისტროს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და პროფესიული სწავლების ცენტრების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;“
ბ) „ზ“ და „ზ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას და უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე დათვალიერებით/შესწავლით;
ზ1) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;
გ) „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებში;
კ) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას;
ლ) შესაბამისი ღონისძიებების (ტრენინგების, სემინარების და სხვა) ორგანიზებით ზრუნავს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ადამიანური რესურსების განვითარებაზე. ხელს უწყობს მათთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების დროულად და თანაბრად განაწილებას;
მ) აძლევს რეკომენდაციებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებს წამოჭრილი სამართლებრივი დავების გადაჭრის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ და აძლევს რეკომენდაციებს განსახორციელებელი მოქმედების შესახებ;“;
დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებზე ზრუნვას სამინისტროს სისტემაში არსებულ დაწესებულებებში. ხელს უწყობს ამ კატეგორიის ბავშვებისათვის სპეციალური (ინკლუზიური) სწავლების მეთოდების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;“.
ე) „ო“ ქვეპუნქტი იქნეს ამოღებული;
ვ) „რ1“ ქვეპუნქტი იქნეს ამოღებული.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები