„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 963
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 186, 30/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.545
  • Word
963
30/12/2008
სსმ, 186, 30/12/2008
190.040.000.22.033.012.545
„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.545

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №963

2008 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის  №178 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საკონტროლო სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის №178 ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №32., მუხ. 372) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინის­ტრაციულმა დეპარტამენტმა 2009 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყოს საკონტროლო-სალარო აპარატების ამ ბრძანებით განსაზღვრული თვითწებადი ლუქების შესაბამისი რაოდენობის დაბეჭდვის ორგანიზება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსა­ხუ­რისათვის გადაცემა, მათი რეგიონალურ ცენტრებზე (საგადასახადო ინსპექციებზე)/საგადასახადო ინსპექციებზე გადანაწილების მიზნით.“;

ბ) ბრძანების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა ცენტრებმა (საგადასა­ხადო ინსპექციებმა)/საგადასახადო ინსპექციებმა  ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკონტროლო-სალა­რო აპარატების ლუქების გამოყენება დაიწყონ 2010 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრი­რებული საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ, ხოლო 2010 წლის პირველ იანვრამდე დარეგისტრი­რებული საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა, ამ ბრძანებით დადგენილი წესით, განხორციელდეს 2010 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2010 წლის   1 მაი­სამდე.

5. 2010 წლის 1 მაისამდე საქართველოს საგადასა­ხადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები ლუქის გარე­შე მუშაობისათვის ან მისი დაზიანებისათვის გავრცელდეს მხოლოდ იმ გადამხდელებზე, რომელთა საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარა დალუქვას ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად და მათი მხრიდან დალუქვის შემდეგ იქნა ჩადენილი საგადასახადო სამართლდარღვევა.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2008 წლის 26 დეკემბრის საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

ნ. გილაური