„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

  • Word
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 962
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.539
  • Word
962
30/12/2008
200.250.000.22.033.012.539
„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.539

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №962

2008 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარა­თების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამ­ტკი­ცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის №228 ბრძანებით (სსმ III, 11.04.2005წ., №42, მუხ. 450) დამტკიცებულ ინსტრუქ­ციის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. აქციზური მარკების ნიშანდებას დაქვემდებარებულ საქონლის რეალიზაციით მიღებული „აქციზის“ გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვის წესი

1. აქციზის იმ გადამხდელთა მიმართ, რომლებიც აწარ­­მოებენ აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდე­ბარებულ საქონელს, საგადასახადო ორგანო გადასახადის ამ სახეში აწარმოებს გადამხდელის პირადი აღრიცხვის „აქციზური მარკების“ და „აქციზის“ ბარათებს.

2. „აქციზური მარკების“ ბარათი გაიხსნება აქციზური მარკების შესაძენად გადახდილი თანხების აღრიც­ხვისათვის.

3. „აქციზის“ ბარათი გამოიყენება დეკლარაციით გაცხადებული აქციზის გადასახადის აღრიცხვისათვის.

4. „აქციზური მარკების“ ბარათზე მე-6 სვეტში (დანარ­თი №1) „გადახდილია ბიუჯეტში“ აღირიცხება აქციზური მარკების შეძენის დროს გადახდილი გადასა­ხა­დის ტოლი თანხა, ხოლო მე-4 სვეტში „დარიცხულია გადასახადელად“ შეიტანება აქციზის თანხა აქციზური მარკებით ნიშანდებულ საქონელზე, აგრეთვე აქციზური მარკების დანაკლისის შესაბამისი თანხა, „აქციზის დეკლა­რა­ციის ფორმისა და მისი შევსების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკი­ცებუ­ლი აქციზის დეკლარაციის III განაყოფის (შემ­დგომ­ში, დეკლარაციის III განაყოფი) შესაბამისად და თანხა რომელიც ასახულია აქციზის დეკლარაციის III განაყოფის სტრიქონ „15“-ში. ერთდროულად, „აქ­ციზური მარკების“ ბარათის მე-4 სვეტში აღნიშნული თანხა, აისახება „აქციზის ბარათის“ მე-5 სვეტში „შემ­ცი­რებულია“. „აქციზის მარკების“ ბარათზე, მე-5 სვეტში „შემცირებულია“ შეიტანება აქციზის დეკლა­რაციის III განაყოფის სტრიქონ „14“-ში ასახული თანხა. ერთდროულად, „აქციზური მარკების“ ბარათის მე-5 სვეტში აღნიშნული თანხა, აისახება „აქციზის ბარათის“ მე-4 სვეტში „დარიცხულია“. „აქციზური მარკების“ ბარათის მე-7 სვეტში „ბიუჯეტიდან უკან დაბრუ­ნებულია ან გადატანილია“, აღირიცხება აქციზის თანხა საგადასახადო ორგანოში დაბრუნებული მარკების მიხედვით. დაუშვებელია „აქციზური მარკების“ ბარათზე არსებული ზედმეტობის რაიმე ფორმით და წესით შემცირება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა აქციზური მარკები უბრუნდება საგადასახადო ორგანოს, კანონმდებ­ლობით გათვალისწინებული წესით.

მაგალითი №1: 2009 წლის მარტში პირმა მიაწოდა აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონელი, რომელზედაც ეკუთვნის აქციზის გადასახადი 900 ლარი. დასაბეგრ ოპერაციაზე ჩასათვლელი აქცი­ზის თანხაა 300 ლარი. დაბრუნებული აქციზური მარკე­ბით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის კუთვნილი აქციზის თანხაა 400 ლარი. ეს თანხა პირს დარიცხული ჰქონდა 2009 წლის თებერვლის თვის დეკლარაციის საფუძველზე, როდესაც განახორ­ციელა მიწოდება. 2009 წლის მარტის აქციზის დეკლა­რაციის შევსების შედეგად მე-12 სტრიქონზე ჩაიწერება 200 ლარი {900 – (300 + 400)}, რომელიც ექვემ­დებარება დარიცხვას „აქციზის ბარათზე“ მე-4 სვეტში. ვინაიდან აქციზის დეკლარაციის III განაყოფის (სტ.3+სტ.4) მეტია სტ.7-ზე, ანუ 900 მეტია 400-ზე, აქციზის დეკლარაციის III განაყოფის მე-14 სტრიქონში იქნება ნული, ხოლო მე-15 სტრიქონში ჩაიწერება (900 – 400) = 500 და 500 ლარი დაერიცხება „აქ­ცი­ზური მარკების“ ბარათზე მე-4 სვეტში. ერთ­დროუ­­ლად „აქციზური მარკების“ ბარათის მე-4 სვეტში აღნიშნული თანხა 500 ლარი აისახება „აქციზის ბა­­რა­­თის“ მე-5 სვეტში „შემცირებულია“. „აქციზის“ ბარათზე შედეგი იქნება 300 ლარის შემცირება, ხოლო „აქციზური მარკების“ ბარათზე შედეგი იქნება 500 ლა­რის დარიცხვა, რაც შეესაბამება რეალურ შედეგს.

 მაგალითი №2: 2009 წლის მარტში პირმა მიაწოდა აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდება­რებული საქონელი, რომელზედაც ეკუთვნის აქციზის გადასახადი 200 ლარი. 2009 წლის მარტის აქციზის დეკლარაციის შევსების შედეგად მე-13 სტრიქონში ჩაიწერება 500 ლარი {(300 + 400) – 200}, რომელიც ექვემდებარება შემცირებას და აისახება „აქციზის ბარათზე“ მე-5 სვეტში. ვინაიდან აქციზის დეკლარაციის III განაყოფის სტრიქონი 7 მეტია (სტ.3 + სტ.4)-ზე, ანუ 400 მეტია 200-ზე, აქციზის დეკლარაციის III განაყოფის მე-15 სტრიქონში იქნება ნული, ხოლო მე-14 სტრიქონში ჩაიწერება (400 – 200) = 200 და ამ 200 ლარის შემცირება აისახება „აქციზური მარ­კების“ ბარათზე მე-5 სვეტში. ერთდროულად „აქციზუ­რი მარკების“ ბარათის მე-5 სვეტში აღნიშნული თანხა 200 ლარი აისახება „აქციზის“ ბარათის მე-4 სვეტში „დარიცხულია“. „აქციზის“ ბარათზე შედეგი იქნება 300 ლარის შემცირება, ხოლო „აქციზური მარკები“-ს ბარათზე შედეგი იქნება 200 ლარის შემცირება, რაც შეესაბამება რეალურ შედეგს.

5. „აქციზის“ ბარათი იწარმოება აქციზის დეკლა­რაციის მიხედვით. დეკლარაციაში აისახება მთლიანი აქციზი ყველა საქონელზე, როგორც მარკების გარეშე, ასევე მარკებით ნიშანდებულ საქონელზე. სტრიქონში „დარიცხულია გადასახდელად“ აისახება აქციზის დეკლარაციის III განაყოფის მე-12 სტრიქონში აღნიშ­ნუ­ლი თანხა. სტრიქონში „შემცირებულია“ აისახება აქციზის დეკლარაციის III განაყოფის მე-13 სტრიქონში აღნიშნული თანხა. სტრიქონში „გადახდილია ბიუჯეტ­ში“ აისახება აქციზის გადასახადის თანხა (აქციზური მარკების ანგარიშზე გადახდილი თანხის გარდა), ანუ ის თანხა, რომელიც გადახდილია აქციზის და არა აქციზური მარკის სახაზინო კოდით. სტრიქონში „უკან დაბრუნებულია“, „ჩათვლილია სხვა გადასახადში“ აისახება თანხა, რომელიც „აქციზის“ ბარათზე წარმოშობილი ზედმეტობის ანგარიშიდან, რომელშიც არ გაითვალისწინება „აქციზური მარკების“ ბარათზე წარმოშობილი ზედმეტობის თანხები, დაბრუნებულია ან გადატანილია სხვა გადასახადში არსებული წესის შესაბამისად. ამასთან, ყველა შემთხვევაში, აქციზის გადასახადში (იგულისხმება „აქციზის ბარათი“ და „აქციზური მარკების“ ბარათი) პირველად აისახება დარიცხვის ოპერაცია „აქციზის ბარათზე“ სტრიქონში „დარიცხულია გადასახდელად“ სადაც აისახება აქციზის დეკლარაციის III განაყოფის მე-12 სტრიქონში აღნიშნული თანხა.

6. „აქციზის“ ბარათზე წარმოშობილი ზედმეტობის ანგარიშში შესაძლებელია აქციზური მარკების გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარკების შესაბამისი გა­და­სახა­დის თანხა, საგადასახადო ორგანოს მიერ წარ­დგე­ნილი დასკვნების საფუძველზე, დადგენილი წესის თანახმად გადატანილი იქნება სახაზინო სამსახურის მიერ აქციზური მარკების ანგარიშზე და აისახება „აქ­ცი­ზური მარკების“ ბარათზე. ამასთან, „აქციზური მარკების“ ბარათზე წარმოქმნილი ზედმეტობა მონაწი­ლეობას არ მიიღებს გადასახადის გადამხდელის/საგადა­სახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის სხვა გადა­­სა­ხადებში არსებული საგადასახადო დავალია­ნების დაფარვის პროცესში.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 26 დე­კემბრის კანონის ამოქმედებისთანავე.

ნ. გილაურ