დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/01/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 5, 12/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.10.003.000.644 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №3
2007 წლის 10 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 28-ე და 29-ე პუნქტების საფუძველზე:
ა) ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:
ბ.ა) შექმნას სალიკვიდაციო კომისია და უზრუნველყოს სხვა სალიკვიდაციო ღონიძიებების განხორციელება;
ბ.ბ) სალიკვიდაციო კომისიის მიერ წარდგენილი სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის საფუძველზე გასცეს კანონმდებლობით დადგენილი ფულადი გასაცემლები (სახელფასო დავალიანება, კომპენსაცია და სხვ.);
ბ.გ) ინფორმაცია ლიკვიდაციის დასრულების შესახებ წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სახელმწიფო ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს;
დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლიკვიდირებული ტერიტორიული ორგანოების უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 10 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები