„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1380
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 185, 29/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.034.012.514
  • Word
1380
23/12/2008
სსმ, 185, 29/12/2008
010.240.060.22.034.012.514
„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
„სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.060.22.034.012.514

საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრის ბრძანება №1380

2008 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 25 ივნისის №892 ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლს ,,თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს ,,ი“ და ,,კ“ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,ი) მექანიკური სატრანსპორტო საშუალება – ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, მოპედის გარდა, აგრეთვე ყველა სახის ტრაქტორი, მისაბმელი და თვითმავალი მანქანა;

კ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობა – მარეგისტრირებელ ორგანოში აღრიცხული (რეგისტრირებული) ინფორმაცია მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლების, სამართლებრივი დატვირთვისა და უფლებრივად შეზღუდვის შესახებ, რომელიც დასტურდება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით.“.

2. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 3

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის წარმოშობისათვის აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული გირავნობის უფლების რეგისტრაცია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. გარიგების ნამდვილობისათვის არ მოითხოვება გარიგების ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმება, თუ:

ა) გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით;

ბ) მოგირავნესა და სააგენტოს შორის დადებულია ხელშეკრულება ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციის თაობაზე.

2. სააგენტო უფლებამოსილია მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს, შეინახოს (მათ შორის, საარქივო მასალები) და გასცეს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს. ელექტრონულ დოკუმენტებს და მათ ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალური სახის დოკუმენტებს.

3. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა ამ წესით განსაზღვრულ დოკუმენტებისა, დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რაც აუცილებელია გირავნობის რეგისტრაციის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

 4. სააგენტოს მიერ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობა რეგისტრირდება ამ წესით განსაზღვრული მატერიალური ან ელექტრონული დოკუმენტების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

5. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობა რეგისტრირებულად ითვლება სააგენტოს მიერ რეგისტრაციის ჟურნალში ან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში მისი რეგისტრაციისა და სარეგისტრაციო ნომრის მინიჭების მომენტიდან.

6. გირავნობის რეგისტრაციის საფასური გადაიხდევინება დასაგირავებელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის შესაბამისად.

7. სააგენტო უფლებამოსილია მოგირავნესთან დადოს ხელშეკრულება მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ მომსახურების გაწევაზე, რის შედეგად მოგირავნეს ენიჭება ავტორიზებული მომხმარებლის უფლება.

8. სააგენტო არ არის პასუხისმგებელი გირავნობის გარიგების მხარეების მიერ მიღწეული შეთანხმების შინაარსზე და მისი შეუსრულებლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე. სააგენტო არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გარიგებაში ასახული გარემოებების დამადასტურებელ პირად (გარდა გირავნობის რეგისტრაციის ფაქტისა).

9. დაინტერესებული პირის მიერ რეგისტრირებული გირავნობისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების შენახვის ვადა განისაზღვრება რეგისტრაციის წიგნში ან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გირავნობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის ასახვიდან ერთი თვის ვადით.

    მუხლი 4

1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როცა გარიგების მონაწილე მხარეები გარიგებას ხელს აწერენ მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, მოგირავნესა და დამგირავებლის მიერ სააგენტოში წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) მოგირავნის და დამგირავებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარე იურიდიული პირია – იურიდიული პირის რეგისტრაციის ამსახველი დოკუმენტი;

ბ) წერილობითი ფორმის გირავნობის გარიგება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნებს;

გ) გირავნობის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. გირავნობის გარიგების ნამდვილობის ან გარიგების მონაწილე მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობის სანოტარო წესით დამოწმების შემთხვევაში, დაინტერსებული პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ნაცლად წარმოდგენილ უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული გირავნობის გარიგება. ამ შემთხვევაში გირავნობის რეგისტრაციისთვის საკმარისია გარიგების ერთი მხარის მონაწილეობაც.

3. თუ დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის ვინაობა დგინდება პირადობის და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

4. დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენლის ვინაობის დასადგენად შეიძლება გამოყენებულ იქნეს შესაბამის ორგანოთა მონაცემთა ელექტრონული ბაზა.“.

3. 41 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის გამოყენებით რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს უფლებამოსილი მოგირავნის (ავტორიზებული მომხმარებლის) განცხადება (ელექტრონული დოკუმენტი), რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) გირავნობის გარიგების წერილობითი დოკუმენტის შედგენის თარიღსა და ნომერს;

ბ) მონაცემებს მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ;

გ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, კერძოდ:

გ.ა) საიდენტიფიკაციო ნომერს;

გ.ბ) სახელმწიფო ნომერს;

გ.გ) ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობის ნომერს;

გ.დ) ინფორმაციას გარიგების დადებისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;

დ) გირავნობის გარიგებაში ამ წესის მე-5 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური თანხის განსაზღვრის ფაქტის დადასტურებას;

ე) ელექტრონული დოკუმენტის გამომგზავნი მოგირავნის უფლებამოსილი თანამშრომლის მაიდენტიფიცირებელ კოდს;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის თაობაზე ინფორმაციის დადასტურებას.“.

ბ) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები:

,,3. უფლებამოსილი მოგირავნის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შემთხვევაში, სააგენტო 5 სამუშაო დღის განმავლობაში ახორციელებს მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციას.   

4. გირავნობის რეგისტრაციის თაობაზე ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში მოგირავნე ვალდებულია წარმოადგინოს სააგენტოში მატერიალური დოკუმენტები, კერძოდ, მატერიალური სახის გირავნობის გარიგებისა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნები.

5. მოგირავნის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან წარმოდგენილი მატერიალური დოკუმენტების ელექტრონულ (განცხადების) დოკუმენტში არსებულ მონაცემებთან არსებითი შეუსაბამობის შემთხვევაში ან წერილობითი ფორმის გირავნობის გარიგების ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში გირავნობის რეგისტრაცია ბათილია, ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში გირავნობის რეგისტრაციისათვის გადახდილი საფასური უკან არ დაბრუნდება, ხოლო გირავნობის გარიგება ჩაითვლება დაურეგისტრირებლად.“.

4. 42, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 42

1. დაგირავებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან/და დამატების შეტანა ხორციელდება მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტების საფუძველზე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაციისათვის ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად, ამასთან, მომსახურებაზე საფასურის გადახდა ხორციელდება:

ა) მოგირავნესთან, დამგირავებელთან, შესაძლო მოვალე მესამე პირთან ან უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალურ თანხასთან დაკავშირებულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან დამატების რეგისტრაციისათვის დამატებით წარმოდგენილი გირავნობის გარიგების რაოდენობის შესაბამისად;

ბ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასთან დაკავშირებულ რეგისტრირებულ მონაცემებში შესწორების, ცვლილების ან დამატების რეგისტრაციისათვის დამატებით წარმოდგენილ გირავნობის გარიგებაში (ხელშეკრულებაში) არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რაოდენობის შესაბამისად.

2. სააგენტო ვალდებულია გაასწოროს მის მიერ რეგისტრირებულ მონაცემში დაშვებული ტექნიკური ხარვეზები, რომელიც გამოწვეულია დოკუმენტაციიდან მონაცემის უზუსტო გადატანით და ტექნიკური ან გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომით. ტექნიკურ ხარვეზად ჩაითვლება ასევე ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ტექნიკური უზუსტობა.

    მუხლი 5

1. მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის გარიგებაში უნდა აღინიშნოს:

ა) გარიგების შედგენის თარიღი და ნომერი;

ბ) მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი, ინფორმაცია უფლებამოსილების შესახებ;

გ) გირავნობის საგნის აღწერა, ისე რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა, კერძოდ, გარიგების დადების დროისთვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ტრანსპორტის რეგისტრაციის მოწმობის ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობა;

დ) უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.

2. მოგირავნე და დამგირავებელი ვალდებულები არიან გარიგებაში აღნიშნონ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს, ნოტარიუსის ან საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული (შესრულებული, დამოწმებული) დოკუმენტები (აქტები), რომლებითაც დასტურდება ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.

    მუხლი 6

სააგენტოს უფლება აქვს უარი განაცხადოს გირავნობის რეგისტრაციაზე, თუ:

ა) წარმოდგენილი მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტები არ აკმაყოფილებენ ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) წერილობითი ფორმის გირავნობის გარიგება არ აკმაყოფილებს ამ წესის მე-5 მუხლის მოთხოვნებს;

გ) რეგისტრაციის მომენტისათვის დასაგირავებელ ობიექტზე აღრიცხულია უფლებრივი შეზღუდვა (ყადაღა, ძებნა ან სხვა უფლებრივი შეზღუდვის გადაწყვეტილება).

დ) დაინტერესებული პირის მიერ გირავნობის რეგისტრაციის მოთხოვნის დროისათვის, დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება სააგენტოში რეგისტრირებული არ არის;

ე) რეგისტრაციის მომენტისათვის წარმოდგენილ მატერიალურ ან/და ელექტრონულ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება სააგენტოს სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციას;

ვ) მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე გირავნობის რეგისტრაცია მოითხოვა არაუფლებამოსილმა პირმა ან არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური;

ზ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

    მუხლი 7

1. ერთი და იგივე ქონება შეიძლება რამდენჯერმე დაგირავდეს. გირავნობის უფლებათა რიგითობა განისაზღვრება მათი სარეგისტრაციოდ წარდგენის დროის შესაბამისად.

2. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს სამომავლო ქონება, მაშინ დამგირავებლის მიერ ქონების შეძენის შემთხვევაში წინა მესაკუთრის დროს წარმოშობილი გირავნობის უფლება წინ გაუსწრებს ახალი მესაკუთრის დროს წარმოშობილ გირავნობის უფლებას, მიუხედავად მათი წარმოშობის თარიღისა.“.

5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. დამგირავებლის მიერ დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემთხვევაში, სააგენტოში გირავნობის შემძენზე რეგისტრაცია განხორციელდება დამგირავებლისა და შემძენის მიერ ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად გირავნობის გარიგების (გარიგებაში ცვლილების ან/და დამატებების) სარეგისტრაციოდ წარმოდგენისა და გირავნობის რეგისტრაციისათვის დადგენილი საფასურის გადახდის შემდეგ.“.

6. მე-10 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამგირავებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოგირავნე უფლებამოსილია გადაიფორმოს საკუთარ სახელზე დაგირავებული ნივთი, ან უშუალოდ, აგრეთვე სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით მოახდინოს დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია, თუ გირავნობის ხელშეკრულება ითვალისწინებს აღნიშნულის თაობაზე მხარეების შეთანხმებას.“.

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,3. მოგირავნის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაფორმებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა სააგენტოში დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს:

ა) კანონით დადგენილი წესით დამგირავებლისათვის და სხვა მოგირავნეებისათვის გირავნობის საგანზე საკუთრების უფლების გადასვლის თაობაზე წერილობითი გაფრთხილების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) გირავნობის ხელშეკრულება.“.

7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 12

დაუშვებელია დაგირავებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოგირავნის საკუთრებაში პირდაპირი გზით გადასვლა, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.“.

8. მე-14 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) მოგირავნის მიერ მატერიალური ან ელექტრონული განცხადებით წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე;“.

9. მე-17 მუხლს ,,გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი:

,,დ) თუ წარმოდგენილი დოკუმენტებით ან/და მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის არასრულყოფილობის გამო ვერ ხერხდება ფიზიკური პირის შესახებ ნასამართლობასთან ან ძებნასთან დაკავშირებული ზუსტი გარემოებების დადგენა.“.

10. მე-18 მუხლის:

ა) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობაში აისახება მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს ან/და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები.

5. დაინტერესებული პირის თითოეულ განცხადებაზე გაიცემა თითო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა.

11. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 181

1. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული დოკუმენტის სახით გასცეს ამ წესის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის ამსახველი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა. ელექტრონულ დოკუმენტსა და მის ამონაბეჭდს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტებს.

2. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ელექტრონული დოკუმენტის სახით გაცემის საფუძველს წარმოადგენს ავტორიზებული ან არაავტორიზებული მომხმარებელის ელექტრონული განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ავტორიზებული ან არაავტორიზებული მომხმარებლის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს (სახელს, გვარს, პირად ნომერს ან იურიდიული პირის სახელწოდებასა და საიდენტიფიკაციო კოდს);

ბ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერსა და ტრანსპორტის რეგისტრაციის მოწმობის ნომერს;

გ) მითითებას მომსახურების მიღების ვადის შესახებ;

დ) ავტორიზებული მომხმარებლის მიერ საფასურის გადახდის დადასტურებას.

3. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ელექტრონული დოკუმენტის სახით მიღებისათვის საფასურის გადახდა არაავტორიზებული მომხმარებლის მიერ ხორციელდება ელექტრონული გადახდის მეთოდით, ხოლო ავტორიზებული მომხმარებლის მიერ უნაღდო ანგარიშსწორების გზით. ავტორიზებული მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს სააგენტოს მომსახურების მოთხოვნიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

4. ერთი ელექტრონული განცხადებით შესაძლებელია მხოლოდ ერთ მექანიკურ სატრანსპორტო საშულებასთან დაკავშირებული ელექტრონული სახის ცნობის მიღება.

5. მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის ელექტრონული დოკუმენტის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“.

12. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობა არ გაიცემა, თუ:

ა) დაინტერესებული პირი ვერ აკმაყოფილებს ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) არსებობს შეზღუდვა, რომელიც კრძალავს აღნიშნულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ინფორმაციის გაცემას;

გ) არ იქნა გადახდილი მომსახურების საფასური;

დ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი