დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 37 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 18/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 183, 25/12/2008 |
ძალაში შესვლის თარიღი | 20/01/2009 |
სარეგისტრაციო კოდი | 300.280.000.16.009.012.512 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.512
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის
დადგენილება №37
2008 წლის 18 დეკემბერი
ქ. ქუთაისი
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საწარმოთა მართვის სააგენტოს“ 2007 წლის 28 დეკემბრის №1-3/889 ბრძანების გათვალისწინებით და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, 42-ე მუხლის პირველი პუნქტის და 43-ე მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:
მუხლი 1
„ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილების (სსმ III, 2008 წ., №175, მუხ. 1791) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ფიქსირებული ტარიფი – შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მომსახურების ტარიფი – 0.019 თეთრი/კვტსთ.“
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
თავმჯდომარე გ. ჩალაგაშვილი
დოკუმენტის კომენტარები