დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 937 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 183, 25/12/2008 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/01/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.040.000.22.033.012.505 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.012.505
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №937
2008 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1231 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებაში (სსმ III, 29.11.07 წ., №169, მუხლი 1877) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) საგადასახადო შემოწმებების სამმართველო;“.
2. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „პ-ფ“ ქვეპუნქტები და 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:
„მუხლი 101. საგადასახადო შემოწმებების სამმართველო
1. საგადასახადო შემოწმებების სამმართველო:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების კამერალურ შემოწმებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ატარებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 158-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, ასევე საწარმოს/ორგანიზაციის რეორგანიზაციასთან/ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საგადასახადო შემოწმებებს;
გ) ახორციელებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში საგადასახადო შემოწმების აქტების შედგენას, შემოწმების აქტის საფუძველზე გადაწყვეტილების პროექტის მომზადებას და გადაწყვეტილების მისაღებად ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსისათვის/მოადგილისათვის წარდგენას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა და საქართველოს საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადგენს შესაბამის ოქმებს და უზრუნველყოფს შემდგომი რეაგირებისათვის იურიდიული სამმართველოსათვის დაუყოვნებლივ გადაცემას;
ე) საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით თანამშრომლობს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტთან და საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას;
ვ) განაზოგადებს შემოწმებების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს, განზოგადებული ინფორმაციის საფუძველზე შეიმუშავებს რისკის კრიტერიუმებს და ახორციელებს საგადასახადო შემოწმებების დაგეგმვა-ოპტიმიზაციას.
2. საგადასახადო შემოწმებების სამმართველო არ ახორციელებს იმ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო შემოწმებას, რომელთა მიმართ გასვლით საგადასახადო შემოწმებას მოცემული პერიოდისათვის ატარებს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი.“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 25 იანვრიდან.
ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები