დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხონის პროფესიული ლიცეუმის ლიკვიდაციის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1129 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 185, 29/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.012.495 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.495
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №1129
2008 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხონის პროფესიული ლიცეუმის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხონის პროფესიული ლიცეუმის ლიკვიდაცია 2009 წლის 26 იანვრამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხონის პროფესიული ლიცეუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აპრილის №172 ბრძანება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხონის პროფესიული ლიცეუმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 26 იანვრიდან.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები