"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ"

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 1126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 185, 29/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.493
  • Word
1126
18/12/2008
სსმ, 185, 29/12/2008
040.030.000.22.022.012.493
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.493

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

 მინისტრის ბრძანება №1126

2008 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაცია 2009 წლის 16 თებერვლამდე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 13 ივნისის №290 ბრძანება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქარელის პოლიტექნიკური ტექნიკუმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5.    ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 16 თებერვლიდან.

 ნ. გვარამია