„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №409 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1135
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 185, 29/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.491
  • Word
1135
18/12/2008
სსმ, 185, 29/12/2008
040.030.000.22.022.012.491
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №409 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.491

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1135

2008 წლის 18 დეკემბერი

 ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის  №409 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №409 ბრძანებით (სსმ III, 20.06.2007 წ., №85, მუხ. 917) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) წესდების მე-2 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,3. ინსტიტუტი უფლებამოსილია, სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით, ისე, რომ არსებითად არ გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დააფუძნონ (იყოს პარტნიორი) სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც განახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ისეთ სამეწარმეო/არასამეწარმეო საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია ინსტიტუტის სპეციფიკასთან.“.

ბ) წესდების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,უ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,უ1) სამეცნიერო საბჭოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას სამეწარმეო (კომერციული) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების შესახებ.“.

5. ბრძანება მოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია