"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 1124
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 185, 29/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.488
  • Word
1124
18/12/2008
სსმ, 185, 29/12/2008
040.030.000.22.022.012.488
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.488

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1124

2008 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ა“ და მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 16 თებერვლამდე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 იანვრის №59 ბრძანება.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბაკურციხის აგრარულ-სამრეწველო კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 16 თებერვლიდან.

ნ. გვარამია