დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაითურის აგროეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1136 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 185, 29/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.022.012.483 |
სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.483
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №1136
2008 წლის 18 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაითურის აგროეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაითურის აგროეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაცია 2009 წლის 16 თებერვლამდე.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ლაითურის აგროეკონომიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 27 იანვრის №65 ბრძანება.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლაითურის აგროეკონომიკური კოლეჯის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.
4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2009 წლის 16 თებერვლიდან.
ნ. გვარამია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები