,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2-172
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 05/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 179, 17/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.012.463
  • Word
2-172
05/12/2008
სსმ, 179, 17/12/2008
340.090.000.22.032.012.463
,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.012.463

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-172

2008 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. ,,ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 7 სექტემბრის №2-207 ბრძანებით (სსმ III, №109, 16.09.2005 წ., მუხლი 1206) დამტკიცებულ ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და გაცემის წესის მე-2 მუხლს დაემატოს 71 და 72 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,71. საქართველოდან თურქეთში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალი და გაყინული ტყავისა და ტყავნედლეულის ექსპორტისათვის განკუთვნილი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განცხადება;

ბ) ცხოველების სასაკლაოზე დაკვლის შედეგად მიღებული ტყავნედლეულის შეგროვებისას შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა ან ჯილეხზე გამოკვლევის შესახებ ლაბორატორიის დასკვნა ნაკრები ტყავ-ნედლეულის შეგროვებისას;

გ) ტყავნედლეულის დამამზადებელ საწარმოში მომუშავე კერძო ვეტერინარი ექიმის სერტიფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ტყავისა და ტყავნედლეულის დაკონსერვების (სველად და მშრალად დამარილება, გამოშრობა და სხვა) ამსახველი დოკუმენტი;

ე) პათოგენური აგენტებით დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით გატარებული ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტი.

72. საქართველოდან თურქეთში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალი და გაყინული ტყავისა და ტყავნედლეულის ექსპორტისათვის განკუთვნილი საერთაშორისო ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემის საფუძველია 71 პუნქტში მითითებული დოკუმენტები და ტყავისა და ტყავნედლეულის დატვირთვის ადგილზე ეროვნული სამსახურის უფლებამოსილი მოხელისა და განმცხადებლის მიერ შედგენილი დახედვის აქტი.“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის პირველი მოადგილე ლ. ჭოლაძე