დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/2849 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 173, 04/12/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 320.080.000.22.024.012.455 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 320.080.000.22.024.012.455
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/2849
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების (საფოსტო მარკების) ნომინალის, ტირაჟის და მიმოქცევაში გაშვების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის 09.06.2006 წლის №351 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნების შესახებ დებულების“ პირველი მუხლის მე-2 პუნქტის და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. 2008 წლის 5 დეკემბრიდან გაშვებულ იქნეს მიმოქცევაში საქართველოს საფოსტო საგადახდო ნიშნები (საფოსტო მარკები) შემდეგი ტირაჟითა და ნომინალებით:
ა) „პეკინის ოლიმპიადა“ – 4 დასახელების მარკა; ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალები: 0.1, 0.3, 0.6, 0.8 ლარი; რაოდენობა: 0.1 და 0.3-ლარიანი 100 000 ცალი თითოეული. 0.6 და 0.8-ლარიანი 40 000 ცალი თითოეული. მარკების ზომა: 37X26მმ.
| მარკა №447 0.1 ლ. | მარკა №448 0.3 ლ. | მარკა №449 0.6 ლ. | მარკა №450 0.8 ლ. |
|
| |||
ბ) ევროპა 2008 – ,,წერილები“ 2 დასახელების მარკა; ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი 0.9 და 1.0 ლარი; რაოდენობა: 0.9-ლარიანი 55 000 ცალი, 1.0-ლარიანი 100 000 ცალი. აქედან: 700 ცალი თითოეული სახის მარკა პერფორაციის გარეშე; მარკების ზომა: 40X30მმ.
| მარკა №451 0.9 ლ. | მარკა №452 1.0 ლ. |
|
| |
გ) მეფე დავით IV აღმაშენებელი, გელათი, ფრესკა IX ს – 1 დასახელების მარკა. ავტორი: ბ. გაგნიძე; ბეჭდვა: ოფსეტური, მრავალფერიანი; ნომინალი 0.5 ლარი; რაოდენობა: 300 000 ცალი, მარკის ზომა: 25X37მმ.
მარკა №453

2. ბრძანება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ე. შარაშიძე
უკან დაბრუნება 

დოკუმენტის კომენტარები