დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01/12/2784 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/12/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 174, 05/12/2008 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/11/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.024.012.454 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.024.012.454
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება № 1-1/2784
2008 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს №01/01-01/113 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს N01/01-01/113 ბრძანებით (სსმ III, 2002 წ., №84, მუხლი 765) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულებაში შევიდეს ცვლილება და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის მიზნით. აგრეთვე, აღნიშნული ღონისძიებების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში ამ ღონისძიებებში პირთა მონაწილეობის ფინანსური უზრუნველყოფა.“.
მუხლი 2.
ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შარაშიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები