,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 1042
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 03/12/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 09/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.447
  • Word
1042
27/11/2008
სსმ, 172, 03/12/2008
040.030.000.22.022.012.447
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.447

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №1042

2008 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის 490 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის 490 ბრძანებით დამტკიცებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში (სსმ III, 04.06.2008 წ., 80, მუხ. 864) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

ა) შევიდეს ცვლილება წესდების 27-ე მუხლის მე-5 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტზე არსებული პროგრამული მიმართულებებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე არჩეული აკადემიური პერსონალი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.“;

ბ) შევიდეს ცვლილება წესდების 39-ე მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალი აირჩევა ფაკულტეტზე არსებული პროგრამული მიმართულებებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე.“;

გ) წესდების 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:

,,3. ფაკულტეტის საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები რეგულირდება აკადემიური საბჭოს დადგენილებით, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“;

დ) შევიდეს ცვლილება წესდების 51-ე მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები (ასეთის/ასეთების არსებობის შემთხვევაში), უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.“.

2. ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია